საგუშაგო დაცვა
The Outpost

ამერიკელი ჯარისკაცების პატარა ჯგუფი ასობით თალიბანის მეომარს ებრძვის ავღანეთში.

2020
IMDB 6.7
ძველი გვარდია
The Old Guard

დაქირავებული მეომრების ფარულ ჯგუფს, რომელსაც მებრძოლი სახელად ენდი (შარლიზ ტერონი) მეთაურობს, ამოუცნობი უნარი აქვს - ისინი არ კვდებიან). ისინი საუკუნეების მანძილზე იბრძვიან, რათა მოკდავთა სამყარო დაიცვან. როდესაც ამ გუნდს სასწრაფო მისიის შესასრულებლად დაიქირავებენ და მათი უჩვეულო უნარები გამოაშკარავდება, ენდის და ნაილს (მათ რიგებში სულ ახადაგაწევრაინებულ მებრძოლს) მოუწევთ დაეხმარონ გუნდს და ნებისმიერი ხერხით აღმოფხვრან საფრთხე, რაც იმათგან მოდის, ვისაც მათი ძალის მიბაძვა განუზრახავთ.

2020
IMDB 6.7
ბრინჯაო
The Bronze

2004 წელი, ანას იმედი გახდა ამერიკელი გმირი რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიგო ქალთა ტანვარჯისში. დღეს, ის ისევ მის პატარა ქალაქში ცხოვრობს.

2016
IMDB 6.1
გამოუსწორებელი
Tainted

ყოფილი თაღლითი ლენსი, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ მაფიასთან და არიულ საძმოსთან, 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება და მშვიდი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მისი გეგმები ირევა, როდესაც რუსული მაფიის წევრები, თავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ უკანასკნელი დავალების შესრულებას მოსთხოვენ. დავალება კი საკმაოდ რთულია.

2020
IMDB 4.8
იოანნა ქალი პაპი
Pope Joan (Die Päpstin)

მეცხრე საუკუნეში წარმოშობით ინგლისელი, გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში დაბადებული ქალი მამაკაცის ტანსაცმელს გადაიცვამს და ვატიკანში დიდ სიმაღლეებს აღწევს.

2009
IMDB 6.7
სახლში, როგორც ჯოჯოხეთში
Home Sweet Hell

კომპანიის ახალი, მომხიბვლელი და სექსუალური თანამშრომელი დიდ პრობლემად იქცევა იმ ბიზნესმენისთვის, რომლის ცოლიც მისი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს და ქმრის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევს.

2015
IMDB 5.4
თანასწორობა
Equity

უფროსი ბანკირის ისტორია, რომელსაც მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული ფინანსური სკანდალისა, უწევს ამოხსნას კორუმპირებული სქემები

2016
IMDB 5.5
ბაო
Bao

ასაკში შესულ ჩინელ ქალს, რომელიც „ცარიელი ბუდის სინდრომით“ (როდესაც შვილები საკუთარ ოჯახებს ქმნიან და მშობლიურ სახლს ტოვენებ) იტანჯება, დედობის ხელახალი შანსი ეძლევა , როდესაც ერთერთი ცომის გუფთა გაცოცხლდება და სიცოცხლით სავსე, ხითხითა, ბუთქუნა ბიჭად გადაიქცევა.

2018
IMDB 7.5
ინტერვიუ ღმერთთან
An Interview with God

პერსპექტიული ჟურნალისტის ისტორია, რომლის რწმენაც დიდი გამოცდის წინაშე დგება მას შემდეგ, რაც ეცდება აიღოს ინტერვიუ ადამიანისგან, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს.

2018
IMDB 5.8
ყველაფერი რაც გვაქვს
All We Had

ცამეტი წლის რუთი და დედამისი სიღარიბის ზღვარზე არიან მიუხედავად იმისა, რომ რიტა ბევრ ადგილას მუშაობს. როდესაც სახლის პატრონი გამოაგდებს, რიტა თავისი გარეგნობის წყალობით ბოიფრენდს გაიჩენს, რომელიც მათ შეიკედლებს. მალე რუთი დედას დაიყოლიებს და უკეთესი ცხოვრების ძიებაში აღმოსავლეთისკენ გასწევენ. როდესაც ფულიც გაუთავდებათ და მანქანაც გაუფუჭდებათ, ერთ პატარა ქალაქში შერჩებიან, სადაც ბოლოსდაბოლოს, ბედი გაუღიმებთ. რიტა სტაბილურ სამსახურს იშოვნის ადგილობრივ სასადილოში. ფულს იმდენს იშოვნიან, რომ სახლს იქირავებენ. პიტერ პემი ტრანსგენდერი მიმტანი რიტას უახლოესი მეგობარი გახდება, ქალაქის მაცხორებლები კი ოჯახის მეგობრები გახდებიან. ამ უტოპიაში ერთი იპოთეკის ბროკერი ვინმე ვიკ ვორდი გამოჩნდება, რომელიც აცდუნებს და სესხს ააღებინებს. როგორც კი სახლს იყიდიან, მათი ბედიც შეიცვლება და კიდევ ერთხელ დადგებიან უსახლკარობის პერსპექტივის წინაშე...

2016
IMDB 5.8
გადაურჩი ღამეს
Survive the Night

ექიმი და მისი ოჯახი კრიმინალთა ბანდას მძევლად ჩაუვარდება. თუმცა ერთ-ერთი კრიმინალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება.

2020
IMDB 5.3
უნდა წასულიყავი
You Should Have Left

ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.

2020
IMDB 5.3
რუფუსის თავდაგასავალი: ფანტასტიური შინაური ცხოველი
Adventures of Rufus: The Fantastic Pet

მეგობრები სკოტი და ემილი სკოტის ბებიის სახლში არიან. უეცრად ისინი მაგიურ ქმნილებას, რუფუსს იპოვიან. ისინი დაისახავენ მიზანს, უძველესი ჯადოსნური წიგნის დახმარებით შეაგროვონ მაგიური ინგრედიენტები და სამყარო გადაარჩინონ

2020
IMDB 4.3
დაზარალებული
Wrecked

ილმი გმირი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, სადღაც ჯუნგლებში. ფექი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში - რევოლვერია. მას არაფერი ახსოვს - როგორ მოხვდა აქ და რა ქვია. გარშემო უღრანი ტყეა და არავინაა. თავიდან რაღაცნაირად უნდა გადაირჩინოს თავი, შემდეგ კი ვინმესთან მიაღწიოს. გზაში კი ისიც გაიხსენოს თუ რა მოხდა. ხოლო იმის გამო რომ საბარგულში ფულით სავსე ჩანთაა, იმ ხალხსაც უნდა დაუძვრეს ხელიდან, ვინც მის მოკვლას შეეცდება.

2011
IMDB 5.3
DOA: ცოცხალი ან მკვდარი
DOA: Dead or Alive

ტინა, კრისტი, კასუმი და ხელენა შესანიშნავად ფლობენ აზიატურ საბრძოლო ხელოვნებებს. განსაკუთრებით მათ კოლეგებს მამაკაცებს აღფრთოვანებს არა თვალმომჭრელი სექსუალურობა ყოველი გოგონასი, არამედ ძალა, რომელიც ყოველივა მათგანშია. ერთ მშვენიერ დღეს ისინი მიიღებენ მოწვევას დაესწრონ საბრძოლო ხელოვნების საიდუმლო შეჯიბრს სახელწოდებით "Dead or Alive" ერთ ეკზოტიკურ კუნძულზე. პრიზი - 10 მილიონი დოლარია. მაგრამ ფული უმეტესი მებრძოლისთვის - არ არის ერთადერთი მიზეზი და მიზანი ამ ტურნირზე: ეს პრესტიჟის საკითხია და კითხვებზე პასუხების მოძებნის გზა

2006
IMDB 4.8
სნაიპერი: მკვლელის აღასასრული
Sniper: Assassin's End

სპეცოპერაციების სნაიპერ ბრენდონ ბეკეტს ისე მოუწყვეს, რომ მთავარი ეჭვმიტანილია ერთი უცხოელი წარჩინებული მოხელის მკვლელობაში, რომელიც აშშ-თან უმნიშვნელოვანესი სავაჭრო შეთანხმების დადების წინა საღამოს მოხდა. ძლივს გადაურჩება რა სიკვდილს, ბეკეტი მიხვდება რომ შესაძლოა ვიღაც საიდუმლო ოპერატიული მუშაკი მუშაობს მთავრობაში და მამამისის, ლეგენდარული სნაიპერის, სერჟანტ ტომას ბეკეტის - ერთადერთი ადამიანი, ვისაც ენდობა - მეწყვილე გახდება. ბეკეტები გაურბიან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, რუს დაქირავებულ მკვლელებს და იაკუზა-მკლელებს, რომლებსაც სნაიპერები არიან და ორივე ლეგენდარულ გაწაფულ მსროლელ მეტოქეობას უწევენ.

2020
IMDB 5.6
ვივარიუმი
Vivarium

ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...

2019
IMDB 5.8
ღამის მონადირე
Night Hunter (Nomis)

პოლიციის სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ბავშვებზე სექსუალურ მოძალადეს მიაგნებს და აღმოაჩენს, რომ მისი დანაშაულების სიმძიმე ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე წარმოედგინათ,

2019
IMDB 5.9
დაკარგული ტყვია
Lost Bullet (Balle perdue)

მცირე დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირი, რომელმაც მუშაობა პოლიციაში დაიწყო სპეცდანიშნულების ძალების მექანიკოსად, იძულებულია თავის უდანაშაულობა ამტკიცოს, როდესაც მის მენტორს სულმდაბალი პოლიციელები მოკლავენ.

2020
IMDB 6.2
ვალჰალა
Valhalla

ვიკინგი ბავშვები როსკვა და ტიალფე თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ. მათთან ერთად ღმერთები - თორი და ლოკი - არიან. თუმცა ვალჰალაში წყნარად ცხოვრების საშუალებას საზარელი მგელი ფენრირი და ღმერთების მოსისხლე მტერი - ჯოტნარი- არ აძლევთ. ღმერთების გვერდიგვერდ, ორმა ბავშვმა უნდა იბრძოლოს, რათა ვალჰალა სამყაროს დასასრულისგან - რაგნაროკისგან - იხსნას.

2019
IMDB 5.7