ერთი ახალგაზრდა კაცის გარშემო, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაიცვას თავისი საყვარელი ხალხი ომისშემდგომი პერიოდის ერთ მიყრუებულ ქალაქში, სადაც კორუფცია და სისტიკე გამეფებულა, ცუდი ადამიანები იყრიან თავს.
ვლადიმერი და ჰექტორი, ორი საიდუმლო აგენტი, რომლებიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, ცდილობენ ამოიღონ საიდუმლო მასალა, რომელიც მოიპარეს უცნობებმა.
20 წლის კატრინა ერთხელაც იუთუბზე მოცარტის "რექვიემს" გადააწყდება. ამის შემდეგ მას ცვლილებების მოთხოვნილება უჩნდება. ნუთუ შესაძლებელია სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა, თუ ყოველი ჩვენგანი დოსტოევსკის ერთ ნაწარმოებს წაიკითხავს და "რექვიემის" თითოეულ ნოტს დაიმახსოვრებს?
სოციალური მედიის წარმომადგენელი მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის თავისი წარმატებული ვლოგის ახალი კონტენტის მოსაძიებლად. ისინი ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და მზარდი მაყურებლის გულსაც იგებენ. ახლაც იდუმალებითა და საფრთხით სავსე ცივ ომში შედიან. როდესაც რეალურ ცხოვრებასა და სოციალურ მედიას შორის გამყოფი ხაზები წაიშლება, ჯგუფმა ბრძოლით უნდა დაიხსნას თავი და გადარჩეს.
ბოჰემის წარმომადგენელი ხელოვანი ლონდონიდან იტალიში მიემგზავრება თავის ვაჟთან ერთად, რათა გაყიდოს სახლი, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლისგან დარჩათ მემკვიდრეობით.
როდესაც ენოლა ჰოლმსი - შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი და- გაიგებს რომ დედა დაიკარგა, მის საძებრად გაეშურება, და თავისებური სუპერ-გამომძიებელი გახდება, თავის ცნობილ ძმასაც აჯობებს და ფარდას ახდის საშიშ შეთქმულებას ახალგაზრდა იდუმალებით მოსილი ლორდის წინააღმდეგ.
საშინელი და იდუმალებით მოცული უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი გონს მოვა ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც რეალობას მხოლოდ გავს. ეს სამყარო აგებულია მათ მოგონებებზე, ვინც იქ ცხოვრობენ - ადამიანები, რომლებიც ამჟამად ღრმა კომაში არიან. ადამიანური მეხსიერება არაერთგვაროვანი, ქაოტური და არასტაბილურია. ასეთია „კომა“ - ხსოვნებისა და მოგონებების უცნაური კრებული -სადაც ქალაქები, მყინვარები და მდინარეები ერთ ოთახში შეიძლება აღმოჩნდეს, სადაც ფიზიკის ყველა კანონი დარღვეულია. არქიტექტორმა კომის ზუსტი კანონები უნდა გამოარკვიოს, როდესაც იგი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდება, იბრძვის რა სიცოცხლისთვის და ეძებს რა გასასვლელს რეალური სამყაროსკენ, რომელსაც ხელახლა უნდა გაეცნოს კომიდან რომ გამოვა.
დემოკრატი ორგანიზატორი ეხმარებს პენსიაზე გასულ ვეტერანს მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ამერიკის კონსერვატორული მიდვესტის ერთერთ ქალაქში.
დოქტორი ემა კოლინზი და მისი გუნდი მესამე ზაფხულს ატარებენ კუნძულზე და სწავლობენ კლიმატის ცვლილების შედეგებს დიდ თეთრ ზვიგენებზე რომლებიც ახლომდებარე ტბორში მოდიან ყოველ წელს გასამრავლებლად. ემა კოლინზისა და ერთ დროს მეთევზეთა სოფლის ორადორი მაცხოვრებლის მშვიდი ცხოვრება მაშინ დამთავრდება, როდესაც „მეცნიერთა“ გუნდი გამოჩნდება, რომელსაც მისი ყოფილი შეყვარებული საზღვაო ბიოლოგი რიჩარდი ხელმძღვანელობს და სამ ხარ-ზვიგენს ეძებენ, რომელბიც სულაც არ არიან ხარ-ზვიგენები.
ლი მართავს ვებსაიტს "ცუდი პაემნების ქრონიკები", რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს ანონიმურად განათავსონ საშინელი პაემნების პირადი გამოცდილება. როდესაც მეტოქე ბლოგერი კონორი მისი ერთ ერთი პოსტის საგანი ხდება, ისინი შეთანხმდებიან, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაიგონ ვისი ბრალი იქნება „არშემდგარი პაემანი“.
ბრუკლიმში მცხოვრები თორმეტი წლის აბე – დამწყები მზარეულია, რომელსაც სურს, რომ მისმა კულინარიამ ადამიანები გააერთიანოს, მაგრამ მის ნახევრად ებრაულ და ნახევრად პალესტინურ ოჯახს ერთად არასოდეს უჭამია საჭმელი, რომელიც ჩხუბით არ დასრულებულა. როდესაც აბე თავის ტრადიციულ საზაფხულო ბანაკს მიატოვებს და აფრო-ბრაზილიელ ავანტიურისტ ქუჩის შეფ-მზარეულთან, ჩიკოსთან ოჯახისგან მალულად დაიწყებს მუშაობას, ის აბეს კერძების საშვალებით ოჯახის გაერთაონებას შთააგონებს. შედეგად, ახალგაზრდა გმირი საჭმლის მომზადებით ოჯახის მაგიდასთან გაერთიანებას გადაწყვეტს და, როცა მისი ტყუილი გამოვლინდება, იგი იძულებული გახდება მის ოჯახთან, მის წარსულთან და მის გატაცებასთან იბრძოლოს, და ახლა შეიძლება სიყვარულით მომზადებულმა ოჯახურმა სადილმა ძველი ჭრილობები შეახორცოს. თუმცა, აბე მალე აღმოაჩენს, რომ სამზარეულოს არ შეუძლია ზოგიერთი საუკუნოვან დაპირისპირება შეახორცოს …
სიბრუკის საშუალო სკოლის მოსაწავლეების - ადისონისა და ზედის თავგადასავლები, რომელთა ახლადჩასახულ სიყვარულს მაქციების გამოჩენა საფრთხეს სშეუქმნის.
როდესაც გაირკვევა, რომ კვინ აკერმანისათვის საოცნებო კოლეჯში მოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვა ცეკვის შეჯიბრზე, იგი სახელდახელო მოცეკვავეთა ჯგუფს შექმნის სკოლის საუკეთესო გუნდს რომ დაუპირისპირდეს.. ახლა მთავარია ცეკვა ისწავლოს.
ტომასი უპასუხისმგებლოა, ამიტომ მას შეყვარებული მიატოვებს. ის იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიხვდება, თუ რამდენად ძვირფასი იყო ის მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრის შეცვლა არ შეუძლია
ფილმი კვლავ 1930იანი წლების ჰოლივუდში გადავყავართ. ავაიციის ერა განვითარებას განიცდის, განგსტერები, ნაცისტი ჯაშუშები... ახალგაზრდა პილოტი კლიფ სეკორდი ზესაიდუმლო მასალებს გადააწყდება რაკეტების შესახებ და თვაისი მექანიკოსისა და ამავდროულად მენტორის, პივის დახმარებით ცდილობს გადაარჩინოს მისი გოგონა და შეაჩეროს ნაცისტები, რაც მას როგორც რაკეტების სპეციალისტს ხელეწიფება.
მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია : ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება.
75 წლის ქვრივს ნათესავები კომპიუტერს ჩუქნიან. იგი გადაწყვეტს ონლაინ გაიცნოს ვინმე, საკუთარ პირად ინფორმაციას კი ცოტა შეალამაზებს. იგი შეძლებს მოხიბლოს მიმზიდველი ქალბატონი, მაგრამ როგორ უნდა აარიდოს თავი პირად შეხვედრას?
მიკი მაუსს, დონალდ დაკს და გუფს სურთ თავიანთი დედოფლის სახელით გაბედული საქციელი შეასრულონ, მაგრამ ისინი მუშკეტერმა,სახელად პიტმა შეაჩერა. პიტს სურს დედოფლის თავიდან მოშორება, ამიტომ ის მიკის და მის მეგობრებს მინის მფარველად ნიშნავს და ფიქრობს, რომ ეს გეგმის განხორციელებაში დაეხმარება. - მიკი დონალდი და გუფი მიკი დონალდი და გუფი სამი მუშკეტერი Mickey Donald Goofy
ურთიერთობაში ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალი თანხმდება ახალ მეგობარ მამაკაცს გაყვეს მშობლების გასაცნობად საოჯახო ფერმაში. ამინდის გაუარესების შედეგად წყვილი იძულებულია გათვალისწინებულზე მეტი დრო გაატარონ მშობლების სახლში, სადაც ახალგაზრდა ქალი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს რაც აქამდე იცოდა მეგობარი მამაკაცის, საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ.