ციხიდან ვადაზე ადრე გამოსული თაღლითი მეგობრები – ედი და პოლი, ნიუ-იორკის იაფფასიან სასადილოში იწყებენ მუშაობას. გმირებს კარგად ესმით, რომ ახლა ისინი იძულებულნი არიან ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე უმწეო არსებობის ჭაპანი წიონ. თუმცა, ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვლება და მეგობრებს ადვილი საქმის და გამდიდრების იღბლიანი შანსი მიეცემათ, როდესაც მათ სასადილოში ბრიტანელი კეტრინ რუკვუდი შევა, რომელიც ყოფილ პატიმრებს ლონდონში წასვლას სთავაზობს, რათა იქ მოიპარონ უნიკალური ძვირფასი ქვა, ცნობილი, როგორც – ლურჯი იგუანი.
სსრკ, 1983. საბჭოთა კოსმონავტმა და გმირმა კონსტანტინე ვეშნიაკოვმა საკუთარ სხეულში ჩაბუდებული უცხო არსება ჩამოიყვანა დედამიწაზე. ქალაქის დახურულ საიდუმლო ლაბორატორიაში, ნეიროფიზიოლოგი ტატიანა კლიმოვა კოსმონავტის გათავისუფლებას ცდილობს ურჩხულისგან, რა დროსაც აღმოაჩენს, რომ იგი ბევრად მეტს გრძნობს, ვიდრე პროფესიული ინტერესია პაციენტის მიმართ.
ფილმის მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა ბიჭია, სახელად კუბა, რომელიც მისი სერიოზულად ავადმყოფი დის გამო, გადაწყვეტს სწრაფად იშოვნოს ფული მანქანებით უკანონო რბოლებში მონაწილეობით. გზად არა მარტო ბევრ სიძნელეს გადააწყდება, არამედ გოგონა ევასაც, ვისთანაც მარტო რბოლის სიყვარული როდი აკავშირებს.
დევიდ კუევასი ოჯახის კაცია, რომელიც გადასახადების ამკრეფად მუშაობს ლოს ანჯელესის დამნაშვეთა სამყაროს მაღალი რანგის ბანდის წევრებისათვის. იგი გადასახადებს მთელს ქალაქში აგროვებს თავის პარტნიორ, ქრიფერთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ ხალხი იხდის, თუ არადა იფიქროს საპასუხო ზომების მიღებაზე. ერთი ძველი საფრთხე კვლავ გამოჩნდება ლოს ანჯელესში, რაც ყველაფერს რაც დევიდს უყვარს, ძალიან დიდ საშიშროებას შეუქმნის.
სასტუმროს ღამის კლერკი, ბარტ ბრომლი – აუტიზმით დაავადებული ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც კომუნიკაციის უნარის გასაუმჯობესებლად, სტუმრებს ფარული სათვალთვალო კამერებით იღებს. როდესაც მისი ცვლის დროს ერთ-ერთ კლიენსტს მოკლავენ, ბარტი მთავარი ეჭვმიტანილი გახდება. მაგრამ მას არ შეუძლია აჩვენოს, რომ მისმა უკანონო კამერებმა მტკიცებულებები ჩაიწერეს, რომლებიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდნენ. თუმცა, მტკიცებულებების არ არსებობობის გამო გამოძიება წყდება და საქმე იხურება. მალე ბარტი ახლო ურთიერთობას იწყებს ლამაზ სტუმარ-გოგონასთან, სახელად ანდრეასთან და ხვდება, რომ მან ახლა ნამდვილი მკვლელი უნდა შეაჩეროს, სანამ ანდრეა შემდეგი მსხვერპლი გახდება
ხუთი ადამიანი შევარდება ფრანკ ვაგნერის ბინაში, ფალკის ინფორმატორის. თავის დაღწევის მცდელობით ვაგნერი დახმარებისთვის მიმართავს იოჰან ფალკს. შესაძლოა ვინმემ გაიგო, რომ ფრანკი მუშაობს პოლიციაზე ინფორმაციის გაჟონვის გამო… ახლა ფრნკმა და იოჰანმა იციან, რომ აღარ არსებობს არავის მიმართ ნდობა
ხუან ლოპესმა უნდა დააბალანსოს საოფისე სამუშაო, რათა გადაარჩინოს თავისი ცხოვრების სიყვარული და მშობლიური პლანეტა ჩიტონი.
არაფრით გამორჩეული ნიუ იორკელის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც მის მეგობარ გოგონას ბულგარელი მაფიოზი მოკლავს. დამნაშავეებისგან დასამალად ის პარიზში მიემგზავრება. თუმცა სამი წლის შემდეგ, როდესაც ეკრანზე ყოფილი მეგობარი გოგონას მსგავსი გარეგნობის ქალს დაინახავს, წარსული სიყვარულის ძალა მას ლოს ანჯელესში, პასუხების საძიებლად აბრუნებს.
პატარძალი იდუმალი ქალია, რომელიც თავმჯდომარეობს თავის ოჯახს და მტკივნეულ წარსულს აფარებს თავს, რადგან მის სოფელს კაცობრიობის ზებუნებრივი მკვლელობები აწუხებენ.
MI6 ყოფილ აგენტს კვლავ შპიონაჟისა და დიდი ფსონების სამყაროში მოუწევს დაბრუნებარათ შოკისმომგვრელ სიმართლეს ახადოს ფარდა, რაც უცნობი საიდუმლო სამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს უკავშირდება.
ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჭაობებგარშემორტყმული, მიტოვებული და უარყოფილი ადგილი ისეთ ადგილად უნდა გადაკეთდეს, როგორიც ოჯახს გამოადგება. მათ მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ უნაყოფო მიწა გატეხონ, მეზობლებთან იურთიერთონ და მემკვიდრე აღზარდონ - ვაჟი, რომელიც მამის მთელი ცხოვრების ნამუშევარს მემკვიდრეობით მიიღებს. მაგრამ როდესაც ბუნება არ დაემორჩილება, მეზობლები კი შფოთისთავი მეტოქეები გახდებიან, ხოლო ცოლი გოგოებს გააჩენს, ანდრესი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი ნახოს. სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში იგი ოჯახს, მეგობრებსა და თავისთავსაც სწირავს. აყვავებულ და დამპურებელ ადგილზე ოცნებას სასოწარკვეთილება ჩაანაცვლებს - როდესაც არაფერი გაქვს, რაც გინდა და ყველაფერი რისიც გეშინია.
ფილმი მოგვითხრობს დიდი იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორ ნიკოლო პაგანინის ცხოვრებაზე, რომელიც ცხოვრობდა XIX დასაწყისში.
ისტორია მოგვითხრობს მარია სკოლდოვსკა კიურის და პიერ კიურის სამეცნიერო და რომანტიკულ ვნებას
ენდი, თავისი ყოფილი მენტორის და“ჯადოსნური ბანაკის“ მფლობელის, როეი პეტერსონის, დაჟინებული თხოვნით თავის ახალგაზრდობისდროინდელ ბანაკში კონსულტანტად ბრუნდება კარიერული წინსვლის იმედით.
ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფრანგ მხატვარს და მოქანდაკეს პოლ გოგენს. შემოქმედებითი და ფინანსური კრიზისის გამო და შთაგონების ძიებაში გოგენი პოლინეზიაში მიემგზავრება. იქ, იგი შეხვდება ახალგაზრდა ტაიტელ გოგონას, რომელიც შემდგომში მღელვარე ვნების და ხანგრძლივი ტანჯვის წყარო, მისი მუზა და მეუღლე გახდება. ვინც გოგენის შემოქმედებას აფასებს, მხატვრისა და მისი მუზის სასიყვარულო ისტორია არავის არ დატოვებს გულგრილს…
როდესაც ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ სკოლადამთავრებულებს, რაილისა და კრისს, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს დააშოლებს, რაილი თავის თავს დაადანაშაულებს შეყვარებულის სიკვდილში, მაშინ როდესაც კრისი სატუსაღოშია გამომწყვდეული.
მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც ერთ შორეულ დასახლებაში მუშაობს, ეჭვს შეიტანს იმპერიისადმი თავის ერთგულებაში.
ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი შეწუხებულია ხელმძღვანელი უფროსი ოფიცერის ქცევებით, რაც საბოლოოდ მორალური დილემის წინაშე აყენებს მას.