კონლეტ ჰილი
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
სამეფო კარის თამაშები: უკანასკნელი გუშაგი
Game of Thrones: The Last Watch

ქრონოლოგიური დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ იქმნებოდა სამეფო კარის თამაშები 2011 წლიდან ფინალურ სეზონამდე

2019
IMDB 7.6
კუნძული
The Isle

მოვლენები 1846 წელს შოტლანდიის დასავლეთით მდებარე შორეულ და თითქმის უკაცრიელ კუნძულზე ვითარდება, სადაც ძლიერი შტორმის შედეგად ჩაძირული გემის სამი გადარჩენი მეზღვაური მოხვდება. გმირები კუნძულზე ოთხ მაცხოვრებელს შეხვდებიან. დასვენების და ძალების აღდგენი შემდეგ მეზღვაურები უიმედოდ ცდილობენ კონტინენტზე დაბრუნებას. ერთი მათგანი გამოძიებას იწყებს და ზღვაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაიგებს, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა, რის შედეგადაც კუნძულზე რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. მაგრამ მეზღვაურების გადარჩენის საზარელი ისტორია მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ისინი ერთ დროს სიცოცხლით სავსე ამ კუნძულის უცნაურ და საშინელ წარსულს გამოვლენენ

2018
IMDB 6.2
პერიეს გულუხვობა
Perrier's Bounty

ფილმის მოქმედება სამი ლტოლვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც განგსტერ პერიეს გაურბიან. პერიე კი თავგამოდებით ცდილობს ავტორიტეტი და ფული შეინარჩუნოს ერთგული მეწყვილეს შემთხვევითი მკვლელობის შემდეგ.

2009
IMDB 6.4
რაც იქნება, იქნება
Whatever Works

ნიუ-იორკის ექსცენტრული ბინადარი ბორისი გულუბრყვილო და მშვენიერ მელოდის გაიცნობს, რომელიც ნიუ-იორკის დასაპყრობად პროვინციიდან ჩამოვიდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენი გმირები არარეალურ რომანტიულ თავგადასავლებში ეფლობიან. მაგრამ ბორისის გაწონასწორებული ცხოვრება მოულოდნელად ირევა.

2009
IMDB 7.2