რომენ დიური
პოპულარული
Populaire

როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ჰარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.

2012
IMDB 6.9
ნისლში
Just a Breath Away (Dans la brume)

მიწისძვრის შემდეგ ნისლი, რომელიც ყოველ სულიერს კლავს პარიზს დაფარავს. ადამიანები სუფთა ჰაერისათვის შენობების სახურავებზე ადიან საჭმლისა და სასმელი წყლის გარეშე. მეთიუ და ანა ყველაფრისთვის მზად არიან, რათა მათი ქალიშვილი გადაარჩინონ. ამისათვის მათ სახიფათო ნისლში ჩასვლა მოუწევთ .

2018
IMDB 5.9
სამყაროს მთელი სიმდიდრე
All the Money in the World

ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.

2017
IMDB 7
ჩინური თავსატეხი
Chinese Puzzle

ქსავიე, რომელმაც შეალია ახალგაზრდობა იდეალური ქალის ძიებაში, ოცდაათი წლის ასაკში დაწყნარდა: ახლა ის 40ს მიღწეულია, დაქორწინებულია ინგლისელ ვენდიზე და მათ ორი შვილი ჰყავთ. მოულოდნელად ვენდიმ გადაწყვიტა, ბავშვებთან ერთად ნიუ-იორკში წასვლა. რამდენიმე თვის შემდეგ ქსავიე ჩააკითხავს ოჯახს, ნიუ-იორკში მას სიურპრიზი ელოდება.

2013
IMDB 7
ლამაზმანები
Russian Dolls (Les Poupées Russes)

ქსავიე უკვე 30-ისაა... და მრავალრიცხოვანი რომანტიკული ისტორიებისა და იმედგაცრუებების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ არავინ ჰყავს, რათა მოხუც ბაბუას გააცნოს როგორც თავისი საცოლე.

2005
IMDB 7
ესპანური ჰოსტელი
The Spanish Apartment (L'Auberge espagnole)

ახალგაზრდა ქსავიეს მოწყინდება მშობლიურ პარიზში და ბარსელონაში მიდის, სადაც ექვს სხვა ახალგაზრდასთან, რომლებიც მთელი ევროპიდან არიან, ერთად ცხოვრობს. ისინი სიყვარულის და მეგობრობის საერთაშორისო ენაზე საუბრობენ.

2002
IMDB 7.3
ირისის ჩრდილში
In the Shadow of Iris (Iris)

წარმატებული ბანკირის ახალგაზრდა ცოლი პარიზში გაუჩინარდება. იმავე დღეს გამტაცებელი რეკავს და გამოსასყიდს ითხოვს, მაგრამ გამოსასყიდის გადახდის მაგივრად ბანკირი პოლიციაში მიდის. რაც მეტს იძიებს პოლიცია ამ საქმეს, უფრო მეტად ხდება ჩახლართული იგი.

2016
IMDB 6.1
პარიზი
Paris

პარიზი - სიყვარულის, თავისუფლების და უდარდელი ცხოვრების ქალაქი. ყველა ოცნებობს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ნახოს ეიფელის კოშკი ან სენას სანაპიროზე დააგემოვნოს ახლადგამომცხვარი კრუასანი. საფრანგეთის დედაქალაქი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს თავისი სიმსუბუქით, მაგრამ აქაური მაცხოვრებლები სხვა კუთხითაც ხედავენ მას.

2008
IMDB 6.9
მექალთანე
Heartbreaker (L'arnacoeur)

ქალების მუსუსი ალექსი თავის დასთან ერთად საინტერესო ბიზნესს იწყებს: ის კლიენტებისთვის არასასურველ რომანტიულ კავშირებს ანგრევს. საქმე წარმატებულად მიდის, სანამ ალექსს არ ხვდება ნამდვილად რთული შეკვეთა – მან უნდა დააცილოს ერთანეთს სინამდვილეში იდეალური წყვილი

2010
IMDB 6.8
დობერმანი
Dobermann

ფილმის მთავარ გმირს ნათლობის დღეს მამის ერთერთი მეგობარი ჩუქმნის მაგნუმ-357. ბიჭი გაიზარდა და გახდა სუპერთავხედი მძარცველი ზედმეტსახელად დობერმანი. 357-ე მაგნუმი ჩაანაცვლა ახალმა თანამედროვე ცეცხლსასროლმა იარაღმა. მასთან ერთად ყოველთვის არის მისი ყრუ დაქალი, რომელიც მშვიდად იღებავს ფრჩხილებს ინკოსატორების ძარცვისას. ბანდის ყველა წევრი ნამდვილად უცნაური და საინტერესო პერსონაჟია! დაიჭერს კი მას ჩეკი კარიო, დაუნდობელი პოლიციელი. მასთან შედარებით ჭუჭყიანი გარი - უბრალოდ ბოისკაუტია. მას სიგიჟემდე სურს დაიჭიროს ან მოკლას დობერმანი და თავისი მიზნის მისაღწევად მზად არის ყველაფერი გააკეთოს...

1997
IMDB 6.6