ორი „ვითომ-მეგობარი“ ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში , მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა „ბინძურ“საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს.

კევინ ს. სმიტი
სკუბი დუსა და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება.მათ ახალი საიდუმლო უნდა ამოხსნან.მულტფილმის ერთ ერთ პერსონაჟი ჯგუფი "კისის" წევრი ხდება.ამ სერიაში არის ბევრი მისტიკა, გამოცანა და სახალისო სიტუაცია.
სამოთხიდან გაძევებული ორი ანგელოზი უკან დაბრუნებას ცდილობს, რაც სამყაროს ჰარმონიას დაარღვევს. მათი შეჩერება უცნობ მეცამეტე მოციქულს, რუფუსს დაევალა.
ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც მეგობარმა გოგონებმა მიატოვეს, ნუგეშს ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში ეძებს.
იმ დროს, როდესაც ჯოანს სუპერმარკეტში მუშაობა უწევს, დანარჩენები თავგადასავლებში არიან ჩაფლულნი: კასანდრას ნიუ-იორკისკენ აქვს გეზი, ის ინტერნეტში გაცნობილ მეგობარს უნდა შეხვდებს, კერისი ქალთა უფლებებისათვის იბრძვის, შენონი კი მამასთან შესახვედრად მიდის. მაგრამ ბედი მათ ერთმანეთს ახვედრებს.
კლერკებს ცუდი დროება დაუდგათ - მათი მაღაზია დაიწვა. რა უნდა ქნან? მაგრამ გამოსავალი არსებობს: ფული შეიძლება ოჯახურ რესტორან "მუბიში" იშოვონ. ჯეი და ბობიც მათთან ერთად არიან.
კომედია ახალგაზრებზე, რომლებიც გამყიდვლებად მუშაობენ პატარა მაღაზიებში ნიუ–ჯერსის ერთერთ მიყრუებულ რაიონში.
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.
ტარა მარკოვი გოგონა, რომელიც ფლობს ძალას მიწასა და ქვაზე. მას მეტი შეუძლია ვიდრე ეს გარეგნულად ეტყობა. წარმოადგენს ახალი ტიტანი საფრთხეს?
2008 წელს, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, ლოს–ანჟელესი სოციალური, ეკომომიკური და ბუნებრივი კატასტროფების წინაშე აღმოჩნდება. სახელგანთქმული ბოქსიორი – სანტარიოზი ამნეზიითაა დაავადებული, თუმცა პერიოდულად მომავალს ხედავს. მისი ცხოვრება კინოვარსკვლავთან – კრისტ ნაუსთან და პოლიციის ოფიცერთან ფერმოზ ბიჩთან გადაიჯაჭვება. ამ უკანასკნელს კი დიდი საიდუმლო შეთქმულების გასაღები აქვს.
თავისი საქმროს გრეიდის სიკვდილის მერე, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, გრეი სცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ბინაში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი მეგობრები სემი და დენისი ცხოვრობენ. მალე გრეი გაარკვევს, რომ მისი საქმრო გასაიდუმლოებული მილიონერი იყო და რომ ყოველ თვე ის ფულს უგზავნიდა გრეისთვის უცნობ ადრესატს. ბოლოს და ბოლოს გრეი ხვდება, რომ გარდაცვლილი სულაც არ იყო იდეალური ადამიანი, როგორიც მას ეჩვენებოდა. ამ უსიამოვნო აღმოჩენის გადალახვას მას ფრიც ეხმარება, გრეიდის საუკეთესო მეგობარი, რომელსაც გრეის მიმართ რომანტიკული გრძნობები ჰქონდა... მსგავსი ფილმები
დეტექტივი ჯონ მაკკლეინი კვლავ მოქმედებაშია – ამ ჯერად ის ტერორიზმის ახალ თაობას ებრძვის. სურათის მოვლენები ვითარდება დღევანდელ კომპიუტიზირებულ სამყაროში. ნაციის კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველა კომუნიკაციას აკონტროლებს, სატრანსპორტო საშუალებებს და ძალაუფლებას, შეიზლება მთლიანად განადგურდეს. შეთქმულების წარმომქმნელმა ყველაფერი გათვალა. მან ვერ გაითვალისწინა უბრალოდ მაკკლეინი, დიდი გამოცდილების მქონე პოლიციელი, რომელმაც იცის ტერორისტების გეგმების ჩაშლის რამოდენიმე ხერხი.
პოპულარული ტელეწამყვანმა კოტონ უილიმ, რომელიც საშინელებათა ფილმში "დანით დარტყმა 3" ღებულობს მონაწილეობას უარი განაცხადა უთხრას მკვლელს, სად არის სინდი პრესკოტი და ეს მას და მის საყვარელ გოგონას ქრისტინას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მანიაკი კლავს მსახიობებს, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობენ, იმავე მიმდევრობით, როგორითაც მათ სცენარის მიხედვით კლავენ. სინდი იმალება პატარა კალიფორნიის ქალაქში და მას მუდამ კოშმარები ელანდება: ხან მოკლული დედა დასისხლიანებული ფრჩხილებით და ხან დედის ხმა ტელეფონში..
ოუენი - შუა დასავლეთში ყველაზე ცნობილი ბარმენია. ის გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს ბარმენების შეჯიბრში, რომელიც ჰოლივუდში ტარდება, ფულადი ჯილდოს მიღების იმედით. იმედგაცრუებული წაგების მერე ის თავის ექსცენტრიულ ბიძას მიმართავს, იმისათვის რომ დაეხმაროს ძმისულს ადგილობრივ გაზეთში მოეწყოს,სადაც ოუენი სცდილობს ექსკლუზიური მასალა მოამზადოს ახალგაზრდა ვარსკვლავზე გეიდან ფილდზე..
ის ცხოვრობს მუდმივი ღამის სამყაროში, მაგრამ ეს სიბნელე ავსებულია ხმით და სურნელით, მისი გასინჯვა და ხელით შეხება შეიძლება. ადვოკატი მეტ მერდოკი ბრმაა, მაგრამ სხვა გძნობის ორგანოები მას უმუშავებს, როგოც სუპერმენს. დღისით მერდოკი დამცირებულებს იცავს სასამართლო დარბაზში, ღამით კი ნიღაბიან თავქარინში გარდაიქმნება, რომელიც ქუჩებში სიმართლინობის აღდგენას ყველაზე რადიკალური მეთოდებით სცდილობს....
უცნაური ისტორიები ხდება ნიუ-იორკში: ვინმე მეცნიერი მარკ უინტერსი აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს დამორჩილებაა. კუ ნინძები იმაზე უფრო საჭიროები არიან ეხლა ვიდრე ოდესმე სხვა დროს, მაგრამ რაფაელი, დონატელო და მიკელანჯელო გაქრნენ. ამიტომაც ლეონარდომ უნდა აღადგინოს გუნდის ერთიანობა, რომ გადაარჩინოს ქალაქი!