როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ჯაშუშს მტრედად გადააქცევენ, სამყარო ერთი მოუხერხებელი, ტექნიკოსი ოფიცრის იმედზე რჩება.

რაშიდა ჯონსი
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.
ზოი და კოული მომავლის მეცნიერები არიან. ისინი ცდილობენ შექმნან იდეალური რომანტიკული პარტნიორები, რათა ადამიანები მარტოობისაგან იხსნან. მაგრამ რაც უფრო მეტ ცდას ატარებენ, უფრო ცუდად გამოიყურება შედეგი.
ყოველ წელს ხუთი მეგობარი იკრიბება და დაუნდობელ თამაშ კატა-თაგვობანაში ერთვება. მას ისინი პირველი კლასიდან მოყოლებული თამაშობენ. ისინი რისკავენ ყველაფერს, რათა მოწინააღმდეგეს ხელი დაადონ და უყვირონ: შეგრჩა! ამ წელს თამაში ერთ-ერთი დაუმარცხებელი მოთამაშის ქორწილს ემთხვევა, რამაც ის ადვილ სამიზნედ უნდა აქციოს. მაგრამ მან იცის რომ ისინი მოვლენ...და ის მზადაა.
პიტერ კლეივენი ბოლოს და ბოლოს თავისი ოცნების ქალს ხელს სთხოვს. მაგრამ მოულოდნელ პრობლემას აწყდება. მას არ ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ხელისმომკიდედ წაიყვანდა. რამოდენიმე სპეციფიური შეხვედრის შემდეგ, პიტერი როგორც იქნა პოულობს შესაფერის კანდიდატს - სიდნეის. მაგრამ ახალი მეგობრის წყალობით ხვდება, რომ აქამდე არასწორად ცხოვრობდა და არც დროის გატარება იცოდა სათანადო.
ორი დიდიხნის მეწყვილე პოლიციელის ამბავი, რომლებიც მოპარულ, ძალიან ძვირფას ბეისბოლის ბარათს ეძებენ. ისინი იძულებულნი არიან შეებრძოლონ განგსტერს, რომელიც საკოლექციო ნივთებზეა შეშლილი. ჯიმის მთელი იმედები დაკარგულ ბარათზე ჰქონდა, რადგანაც მხოლოდ მისი მეშვეობით შეძლებდა ქალიშვილის ქორწილის გადახდას... პოლი კი, ცოლის სავარაუდო ღალატზეა ჩაციკლული...
ისტორია მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ქსელის \"Facebook\"- ის შექმნაზე და მის შემქმნელებზე.
დღის სატელევიზიო ტოკ-შოუს პროდიუსერი სტეისი ძლიერ შეყვარებული და ამასთანავე ცნობისმოყვარეა. მას სურს იცოდეს ყველაფერი თავის ახალ ბოიფრენდზე დერეკზე, მაგრამ ყველაზე მეტად მას აინტერესებს დერეკის ყოფილი საყვარლები. სტეისი შეძლებს შეიხედოს მის ელექტრონულ წიგნაკში...