შონ დული
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
მსესხებლები
The Borrowers

საოჯახო თავგადასავალი დაფუძნებულია მერი ნორთონის კლასიკურ საბავშვო წიგნზე. ესაა პაწია ადამიანების ამბავი, რომლებიც ცხოვრობენ იატაკს ქვემოთ.

2011
IMDB 6.3
დამნაშავე
Offender

ფილმი მოგვითხრობს ოცი წლის ბიჭზე , რომელიც გადაწყვეტს შური იძიოს ადამიანებზე, რომლებმაც მისი შეყვარებული უმოწყალოდ სცემეს. ამისათვის ის ციხეში ჩაჯდება, რადგან დამნაშავენიც იქ არიან.

2012
IMDB 6.2
ქალი შავებში
The Woman in Black

ახალგაზრდა ლონდონელი იურისტი არტურ კიპსი იძულებულია დატოვოს 3 წლის ვაჟი და გაემგზავროს მივლინებაში შორეულ, მიტოვებულ სოფელში, რომ შეადგინოს საბუთების რეესტრი, რომლებიც დარჩა ილ მარშის გარდაცვალების შემდეგ. ცოტა ხანში ის ხვდება, რომ ამ სოფელში რაღაც საშინელი საიდუმლო იმალება. და როდესაც ძველი სასაფლაოს გვედით ის თვალს მოკრავს შავებში ჩაცმულ ქალს, ეს თითქოსდა სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა ხდება ნიშანი შემდგომი საზარელი სიკვდილიანობის სერიისა...

2012
IMDB 6.5
ზეციური ტბა
Eden Lake

ჯენი და სტივი რომანტიკული დღეების გასატარებლად ედემის ტბის სანაპიროსკენ მიდიან. მათ დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. ოცნებობენ, რომ დიდი ხანი ბედნიერად იცხოვრონ და ერთ დღეს გარდაიცვალონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ სიკვდილის დღე ასე ახლოსაა. აგრესიული მოზარდები ტყეში დაწრწიან თავგადასავლების ძებნაში, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან შეყვარებულების ადგილსამყოფელს.

2008
IMDB 6.9