ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

დევიდ აარონ ბეიკერი
ნამდვილი ამბავი ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკს ტაიმსის მამაც ჟურნალისტებზე, რომლებმაც გამოაქვეყნეს საიდუმლო დოკუმენტაცია ვიეტნამის ომის დროს.
მას შემდეგ, რაც პოლიციელმა სერჟანტმა ლეო ბერნსმა მიიღო გადაწყვეტილება, არ მოეკლა მისი შვილის მკვლელი, ორი წელი გავიდა. იგი გახდა სენატორის,შარლინ როანის, პირადი დაცვის უფროსი. არჩვნების წინა ღამეს სამთავრობო ძალებში ღალატია. ბერნსი და როანი ქუჩაში არიან.ისინი ამ ღამით უნდა გადარჩნენ.
ფილმში ვიხილავთ საინტერესო მოვლენების ჯაჭვს რომელსაც გამოიწვევს პროფესორის სიკვდილი.
პატარა სტუდენტურ ქალაქში მცხოვრები ფილოსოფიის პროფესორი ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. სწორედ ამ დროს ის რომანტიკულ ურთიერთობას გააბამს თავის სტუდენტთან.
მოურჯულებელი ეგოისტის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როცა ის გაიცნობს მის შვილიშვილ გოგოს, რომლის არსებობის შესახებ არც კი იცოდა…
ამ ფილმში მელ გიბსონი შეასრულებს პოლიციელი დეტექტივის როლს, რომლის ქალიშვილი მოკლეს. გამოძიების დაწყებისას, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი სიკვდილი შემთხვევითი არ იყო და კვალი მიიყვანს ხელისუფლების კორუმპირებულ სისტემასთან
ბედნიერება და უბედურება ხანდახან ისე მჭიდროდ გადაეხლართება ხოლმე ერთმანეთს, რომ შეუძლებელია გაიგო სასიხარულო ამბავი ხდება თუ სამწუხარო. ყოველი ჩვენთაგანი თავისებურად უყურებს ყველაფერს. ვიღაცისთვის პატარა რამ ტრაგედიად გადაიქცევა, ვიღაცისთვის კი სასაცილოა. მაგრამ, კომედიაა თუ ტრაგედია, ცხოვრებაში ერთი რამ არის მთავარი: ვისიამოვნოთ ცხოვრებით სანამ ეს შესაძლებელია.