Jason Davis
უარი შეუძლებელია
Irresistible

დემოკრატი ორგანიზატორი ეხმარებს პენსიაზე გასულ ვეტერანს მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ამერიკის კონსერვატორული მიდვესტის ერთერთ ქალაქში.

2020
IMDB 6.2
ექიმი ძილი
Doctor Sleep

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.

2019
IMDB 7.5
ფოლადის ქვეყანა
A Dark Place

ახალგაზრდა ბიჭს გარდაცვლილს იპოვნიან პენსილვანიის ერთ ქალაქში. დონალდი, ადგილობრივი დასუფთავების მანქანის მძღოლი, დეტექტივის როლს მოირგებს, წამოიწყებს რა სახიფათო გამოძიებას, რათა დაამტკიცოს, რომ ბიჭი მოკლულია.

2019
IMDB 6.1
გამქრალი ბიჭი
Boy Erased

ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან.

2018
IMDB 7
ჰაივეიმენი - უკანასკნელი ჩასაფრება
The Highwaymen

ტეხასელი სამართალდამცავი ფრედ ჰეიმერი იღებს დავალებას - გამოიჭიროს და გაანეიტრალოს ბანკების საშიში მძარცველები. მეწყვილესთან მენი გოლტომთან ერთად, იგი ხელმძღვანელობს ოპერაციას ახალგაზრდა, მოუხელთებელი დამმნაშავე წყვილის, ბონისა და კლაიდის წინააღმდეგ.

2019
IMDB 7
სამუდამოდ ჩემი გოგო
Forever My Girl

ლიამ პეიჯი ქანთრი მუსიკოსია, რომელიც იმის მაგივრად რომ მის შეყვარებულ ჯოზიზე დაქორწინებულიყო, დიდებასა და სიმდიდრეს გაეკიდა. მაგრამ მას მისი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე მოუწევს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც კვლავ ხვდება მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს ჯოზის.

2018
IMDB 6.6
მე, ტონია
I, Tonya

ფილმის მოქმედება, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული , ხდება გასული ასწლეულის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ტონია ჰარდინგს წარმატებული მოციგურავის კარიერა აქვს. მისი კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტონიას ყოფილი ქმარი გადაწყვეტს თავს დაესხას ტონიას მთავარ მოწინააღმდეგეს. RN1994 წელს ტონია და მისი ყოფილი ქმარი იპოვიან ადამიანს, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოს მოწინააღმდეგეს ფეხს მოტეხავს. მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა, ტონია ცნობილი გახდება არა მისი მიღწევების, არამედ სკანდალური მოვლენის გამო.

2017
IMDB 7.6
შიშველი
Naked

რობ ანდერსონის ქორწილის დღე "ზაზუნას დღედ" იქცევა, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება. საქმე იმაშია რომ სიძე ყველა ჯერზე იღვიძებს ლიფტის იატაკზე, შიშველი. ქორწინებამდე კი მხოლოდ ერთი საათია დარჩენილი.

2017
IMDB 5.3
რიკი ბობი: გზის მეფე
Talladega Nights : The Ballad of Ricky Bobby

რიკი ბობი – მსოფლიო კლასის ავტომრბოლელია, რომელიც NASCAR შეჯიბრების სერიაში მონაწილეობს. რიკის პრინციპია – ნებისმიერი ფასით გამარჯვება. ის და მისი ერთგული მეგობარი კელ ნოტონ–უმც. ყოველთვის პირველ და მეორე ადგილებს იკავებე. ისინი ნაციონალური გმირები არიან. მაგრამ როდესაც უშიშარ მეგობრებს ფრანგი \'ფორმუყლა 1\' პილოტი ჟან ჟირარი გამოიწვევს მათ თავისი უპირატესობის დამტკიცება მოუწევთ...

2006
IMDB 6.5