Vinny Vella
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
ირლანდიელი
Kill the Irishman

1976 წლის ზაფხულში კლივლენდის შუაგულში 36 აფეთქება მოხდა,როდესაც ირლანდიელ მაფიოზს დენი გრინსა და იტალიურ მაფიას შორის დაპირისპირება დაიწყო.ფილმი გრინის აღზევებას გვიჩვენებს,ის მაფიის მითითებებს აღარ ასრულებს და საკუთარი მიზნების განხორციელებას იწყებს. გრინი მასზე განხორციელებულ უამრავ თავდასხმას გადაურჩება და სახელს გაითქვამს, როგორც ადამიანი, რომელიც მაფიამ ვერ დაამარცხა.

2011
IMDB 7.2
კაზინო
Casino

ვერავინ შეედრება სემ როსტინს. ვერავინ შოულობს ფულს როგორც ის. არავის შეუძლია მუშაობა ასე თავგანწირვით და აკურატულად, როგორც მშრომელ სემს. თავისი განუმეორებელი თვისებებისთვის რეოსტნს მეტსახელი მისცეს – \"ასი\". და ამიტომაც მაფიის ბოსებმა გადაწყვიტეს ის ლას–ვეგასში უზარმაზარი კაზინოს დირექტორად დაენიშნად. და იმისათვის, რომ სემს არავინ შეუშალოს ხელი მუშაობაში, მაფიოზებმა მასთან ერთად გააგზავნეს მისი ბავშვობის მეგობარი – ნიკი სანტორო – დაუნდობელი ბანდიტი. ლას–ვეგასში ასი როგორც ყოველთვის ასრულებდა თავის სამსახურს: კაზინოში საქმეები საუკეთესოდ მიდიოდა. ყველაფერი იდეალურად იყო, და ვერავინ იფიქრებდა,რომ რამე ასის ცხოვრებას შეცვლიდა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განკარგა... სემის იმპერია ტრაგედიაში და სისხლში ჩაიძირა...

1995
IMDB 8.2
ყავა და სიგარეტი
Coffee and Cigarettes

ფილმი შედგება 11 ნოველისაგან, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაშია გადაღებული. ფილმის ყოველ ფრაგმენტში არის ორი კომპონენტი - ყავა და სიგარეტი - რომლებიც, როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ. რეჟისორი თავის პერსონაჟებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და თითქმის არ ცვლის მათ. ისინი ფილმში თავის თავს თამაშობენ.

2003
IMDB 7.1