როდესაც ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის.

რასელ მინსი
ჩრდილოეთ ამერიკა. კოლუმბის შემოსვლამდე 600 წლით ადრე. ვიკინგები ადგილობრივი მოსახლეობის - ინდიელების მიწებზე შეიჭრნენ. ბრძოლის შემდეგ ვიკინგი ბიჭუნა მარტო აღმოჩნდა მტრის ბანაკში. ინდიელებმა შეიკედლეს ის და საკუთარი შვილივით გაზარდეს. 25 წლის შემდეგ იგი კვლავ ხვდება თავის ხალხს და ეს შეხვედრა ტრაგიკული აღმოჩნდა ტომისთვის, რომელმაც ბიჭუნა შეიკედლა...
მთავარი გმირი – ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს.
ახალგაზრდა შეყვარებულები, მელორი და მიკი, თითქოს ბაძავენ ლეგენდარულ ბონი და კლაიდს , დადიან მანქანით და კლავენ ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება. ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე და ეზიზღებათ დანარჩენი მთელი კაცობრიობა. მათ დაიჭერენ და ჩასვავენ ყველაზე სასტიკ იზოლატორში. თუმცა სულელური და ტრაგიკული დამთხვევები მკვლელებს აძლევს კიდევ ერთ მკვლელობის შანს...
XVIII საუკუნის ველური დასავლეთი. ადამიანები თავისუფლები და ბუნებასთან ახლოს არიან. მათ არ იციან სულელური კანონები და არ ცნობენ სოციალურ ბარიერებს. \"მიმინოს თვალი\" - თეთრი მონადირეა, რომელიც წითელკანიანმა გაზარდა. მას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ინგლისელების და ფრანგების ომში - ამერიკული ჩრდილოეთისთვის.