Kevin O'Rourke
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
მემკვიდრეობის უფლება
Freeheld

ნიუ-ჯერსიში მანქანის მექანიკოსი სტაკ ანდრი და მისი პოლიციის დეტექტივი მეგობარი გოგონა ლოურელ ჰესტერი ერთად იბრძვიან ჰესტერის პრივილეგიების დასაცავად, მას შემდეგ რაც მას დაუსვამენ უკურნებელი ავადმყოფობის დიაგნოზს.

2015
IMDB 6.5
ავიატორი
The Aviator

ჰოვარდ ჰიუზმა მამისგან მიღებული პატარა ქარხანა გიგანტურ, ფინანსურად მომგებიან წარმოებად გადააქცია. გახდა რა უდიდესი კინოკომპანიის მფლობელი, მან თავისი დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმი გადაიღო და ჰოლივუდის მშვენიერი მსახიობების გულები მოხიბლა. მას ეკუთვნის ლას-ვეგასის ყველაზე პრესტიჟული კაზინო. მან დაამყარა რეკორდი ჩქაროსნულ ფრენაში და შეიძინა სიდიდით მსოფლიოში მეორე კომერციული ავიაკომპანია. ფული ჰიუზს გულს უწვავს, მოსვენებას არ აძლევს. მისი სული კი სიმაღლისაკენ ისწრაფის. მხოლოდ იქ, რამოდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზეა ჭეშმარიტად ბედნიერი.

2004
IMDB 7.5