მიანა ბერნინგი
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
განკითხვის დღე
Doomsday

ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება. შოტლანდია კარანტინშია, რადგან იქ სასიკვდილო ვირუსი მძვინვარებს. როცა ვირუსი ლონდონში აღწევს, პოლიტიკოსი ლიდერები მაიორ ედენ სინკლერს შოტლანდიაში გზავნიან, რომ მან გადარჩენილ ადამიანებზე დაყრდნობით განკურნების საშუალებას მიაგნოს.

2008
IMDB 6
ბინდის საგა:განთიადი - ნაწილი 2
The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2

ბელა ეგუება თავის ახალ ცხოვრებას და ახლად შეძენილ ძალებს,თუმცა ბელას და ედვარდს შვილის - რენესმის სწრაფად ზრდა აეჭვებთ,ამას ემატება ვოლტურების მტრობაც,მას შემდეგ რაც მათ ირინამ ბავშვის შესახებ უამბო. ვოლტურები საომრად მოდიან კოლინზებთან, ეს უკანასკნელნი კი ყველანაირად ცდილობენ ბრძოლა თავიდან აიცილონ და პატარა რენესმი სიკვდილისგან იხსნან.

2012
IMDB 5.6
ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 1
The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 1

მეოთხე ნაწილში ბელა სვონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას - შეუნარჩუნოს სიცოცხლე თვის შვილს, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად ვამპირია, თუ არა. იგი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტს, მაგრამ ედვარდი და მისი ოჯახის წევრები მის წინააღმდეგ მიდიან. ბელა დახმარებას არავისგან ელის, მაგრამ უეცრად მას როზალი ეხმარება ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში. მათ არ იციან რა მოჰყვება ამას...

2011
IMDB 4.9
დაშვება
The Descent

მეგობარი გოგონების ჯგუფი მორიგ საიუბილეო ლაშქრობაში მიემგზავრება. ყველაფერი კარგადაა, სანამ ისინი გამოქვაბულში არ ეშვებიან... აქ მოულოდნელად ქვის ცვენა იწყება და გასასვლელს კეტავს... გამოსავალი მხოლოდ სხვა გასასვლელის მოძებნაა. ამისათვის ისინი კატაკომბების სიღრმეში ეშვებიან...

2005
IMDB 7.2