სიუჯეტი ვითარდება სამხრეთ ინგლისში, სადაც ნამდვილად იდეალურ ლანდშაპტზე ცხოვრობს კურდღლების გუნდი

მაკენზი კურკი
ფილმი მოგვითხრობს მიწისქვეშა ქალაქის ისტორიას სადაც უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა. ქალაქის შემქმნელებმა დროის კაფსულაში დატოვეს ქალაქიდან ზედაპირზე ასვლის ინსტრუქცია იმის იმედით, რომ 200 წლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა შეძლებდა ზედაპირზე გასვლას. სამწუხაროდ მიმდინარე მერის ინტერესებში ეს არ შედის...
ყველას ქონია ცხოვრებაში დიდების წუთი. ან აუცილებლად ექნება. თუ თქვენ უკვე ოცდაჩვიდმეტის ხართ, არ ხართ ლამაზი, მუშაობთ მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიაში, ცხოვრებთ მშობლებთან სხვენზე და გინდა მხოლოდ ერთი რამ - იმღერო საოპერო სცენაზე. ყველაფერი გაცილებით რთულადაა.
როუზი ტელეპროდიუსერად მუშაობს და ახალგაზრდა ლამაზმანების გარემოცვაში სულ უფრო ნერვიულობს თავის ასაკის და წარუმატებელი ქორწინების გამო. მაგრამ მის ცხოვრებაში საოცრება ხდება, ის შეხვდება მამაკაცს, რომელის საკმაოდ პატარა ასაკის მიუხედავად, დაეხმარება მას არა მარტო სიყვარულის გრძნობის ახალ აღმოჩენაში, არამედ თავის თავის დაჯერებას. ადამი, მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქალის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ამ დროს როუზის ქალიშვილს თავისი პირველი სიყვარული ეწვევა.
ფოლკლორის შემგროვებლები და მოხეტიალე მსახიობები, ჯეიკი და ვილ გრიმი მოგზაურობენ სოფლიდან სოფელში რათა განდევნონ ბოროტი ძალა. ერთხელაც მათ რეალურ მოწინააღმდეგესთან მოუხდებათ დაპირისპირება.
მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისის სასტიკი მებრძოლი სოლომონ კეინი ეძებს გამოსასყიდს, რომელიც საკმარისი იქნება მისი მთელი სიცოცხლის შეცდომებისათვის. მას სურს უარი თქვას ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებაზე, რათა დანარჩენი სიცოცხლე გაატაროს წმინდად და მშვიდად, მაგრამ როგორც კი დედამიწაზე ფეხი მოიკიდა ბნელმა ძალებმა, მას აღარ რჩება სხვა გზა გარდა ომში ჩართვისა