ანიეზე ნანო
ორმაგი აგენტის თამაში
The Catcher Was a Spy

მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. მო ბერგის, ინტელექტუალის, პოლიგლოტის, პრესტიჟული უნივესიტეტის კურსდამთავრებულისა და ცნობილი ბეისბოლისტის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლობას შესთავაზებენ. მისი მრავალფეროვანი ნიჭისა და საიდუმლოს შენახვის უნარით იგი მალე შეეჩვევა ჯაშუშობას. მის პირველ დავალებაზე მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული.

2018
IMDB 6.2
ახალი კინოთეატრი ”პარადიზო”
Cinema Paradiso (Nuovo Cinema Paradiso)

ეს არის ფილმი იტალიური კინემატოგრაფიის \"ბედნიერ დღეებზე\". თითქოსდა სამ ნაწილად გაყოფილი ფილმის ცენტრში სიცილიელი ბიჭი - სალვატორეა. 10 წლის ასაკში ის მალულად შედის კინოთეატრში და ხედავს, თუ როგორ ჭრის მღვდელი ფილმიდან კოცნის სცენებს. პატარა ბიჭუნა თბილ ადგილს იკავებს სოფლის კინომექანიკოსი ალფრედოს გულში, რომელიც თავად ახმოვანებს მსახიობების დიალოგებს. ალფრედოსთვის კინო - ჯადოქრობაა. ფილმის მეორე ნაწილში მოზარდი სალვატორე ბანკირის ქალიშვილზეა შეყვარებული. ბოლო ნაწილში კი ის უკვე ცნობილ კინორეჟისორად წარმოგვიდგება. ის ალფრედოს დაკრძალვაზე სიცილიაში ბრუნდება და თავის დაკარგულ სიყვარულს პოულობს.

1988
IMDB 8.5