ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

ჯიმ ნორტონი
მაშინ როდესაც სამხრეთ ამერიკაში ბუნტი იღებს სათავეს,რადიო ჟურნალისტსა და მისი ტექნიკოსს აზრად მოუვათ, რომ გაითამაშონ საკუთარი გატაცების გეგმა. სინამდვილეში კი ნიუ იორკში იმალებიან
ჯერ კიდევ გუშინ პიტერ პარკერი ჩვეულებივი სკოლის მოსწავლე იყო, რომელსაც ყველა წარუმატებელ და მოსაწყენ ტიპად თვლიდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას საოცარი რამ ემართება. პიტერს კბენს ობობა - მუტანტი, რის შედეგადაც პიტერს ფატნტაზიური მეტემარფოზა ემართება! დაუჯერებლად უმძაფრდება მას ყველა გრძნობები და გაქნილობა, და რაც მთავარია, შესაძლებლობა - კედლებზე სიარულის და რკინასავით მაგარი ობობის ქსელის ამოფრქვევა. ასე იწყებს პიტერ პარკერი ახალ ცხოვრებას საიდუმლო ადამიანი-ობობის სახით, ადამიანების მაშველად და ბოროტმოქმედების სამყაროს ყველაზე დიდ მტრად...მაგრამ იქ სადაც არსებობს სუპერგმირი ადრე თუ გვიან გამოჩნდება საპერბოროტმოქმედი. და მალე ადამიან-ობობას მოუწევს მწვანე ურჩხულთან შებრძოლება... ამ ბრძოლაში გადაწყდება არა მარტო მათი ბედი, არამედ ათასობით ადამიანების ბედიც...