როდესაც ენოლა ჰოლმსი - შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი და- გაიგებს რომ დედა დაიკარგა, მის საძებრად გაეშურება, და თავისებური სუპერ-გამომძიებელი გახდება, თავის ცნობილ ძმასაც აჯობებს და ფარდას ახდის საშიშ შეთქმულებას ახალგაზრდა იდუმალებით მოსილი ლორდის წინააღმდეგ.

ხეტი მორახენი
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.
ფილმში მოვლენები 1947 წელს ვითარდება. ჰოლმსი თავის დიასახლისსა და მის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. შერლოკი მოულოდნელად იძულებული ხდება, ორმოცდაათი წლის წინანდელი საქმე გახსნას და ეს თავისი ძვირფასი უოტსონის გარეშე მოახერხოს. ფილმში ბევრი მოგონება და ემოციაა თავმოყრილი.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1971 წელს განვითარდა. გადავიწყების 35 წლის შემდეგ ჩვენ ბოლოს და ბოლოს გავიგებთ ერთერთ ყველაზე ლეგენდარულ ძარცვაზე ბრიტანეთის ისტორიაში, როდესაც არ ყოფილა არც ერთი დაპატიმრება და გატაცებული ფულის არ იყო ნაპოვნი არანაირი პატარა კვალიც. ბეიკერ სტრიტზე თავდასხმა ინიცირებული იყო მაღალთანამდებობიანი ოფიციალური პირებით, რომლებიც სცდილობდნენ ერთ სანატრელ საბანკო ყუთთან მიღწევას, რომელშიც ლონდონის ერთერთმა ცნობილი ბორდელის მეპატრონეს საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა შენახული