George მაკეი
კელის ბანდის ნამდვილი ამბავი
True History of the Kelly Gang

ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს.

2020
IMDB 6.1
1917
1917

1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

2019
IMDB 8.4
ჩრდილების სავანე
Marrowbone

ჯეკი და მისი ოთხი და-ძმა პატარა პროვინციალური ქალაქის მახლობლად ცხოვრობენ. მიუხედავად ხალხის მახლობლად ცხოვრებისა, ბავშვები ამჯობინებენ არ იკონტაქტონ უცნობებთან. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ფიქრობს , რომ ისინი რაღაცას მალავენ. ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დადის ხმა, რომ სახლში რაღაც ბოროტება ხდება. RNმალე ირკვევა, რომ ჭორები მართალია. მათ ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ და თუ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, ბავშვებს ერთმანეთს დააშორებენ. ბავშვები ფიქრობენ რომ სრულწლოვანებამდე შეინახავენ საიდუმლოს, მაგრამ თავად ჯეკი ვერ შეძლებს დაიცვას თავი გოგონას სიყვარულისაგან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. სახლში ბავშვების გარდა ბოროტი სულიც ბინადრობს, რომელსაც ჩვენს სამყაროში შემოჭრა სურს.

2017
IMDB 6.6
პრაიდი
Pride

ფილმის მოქმედება ვითარდება 1984 წელს, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს, მეშახტეთა გაფიცვის ფონზე. ფილმში მოთხრობილია ლონდონის გეი-პარადში მონაწილე ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტენ შეაგროვონ თანხა გაფიცულ მეშახტეთა ოჯახებისთვის.

2014
IMDB 7.8
კაპიტანი ფანტასტიკა
Captain Fantastic

ისინი ლაპარაკობენ რამოდენიმე ენაზე, იციან კვანტური ფიზიკა და ერკვევიან ფილოსოფიაში. მათ ეხერხებათ ნადირობა და კარგად ფლობენ იარაღს. ისინი ცხოვრობენ ტყეში და ჰარმონიულად ერწყმიან მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მშობლიური სახლი და წასულიყვნენ დიდ ქალაქში. რა მოხდება მას შემდეგ როცა პირისპირ შეეჩეხებიან ცივილიზაციას, როცა მათ ეწვევათ პირველი სიყვარული და გაიცნობენ გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროს?

2016
IMDB 8.1
გამოწვევა
Defiance

ებრაელი ძმები ოკუპირებული პოლონეთიდან ბელორუსიის ტყეებში გარბიან, სადაც ანტიფაშისტურ ბრძოლაში ერთვებიან

2008
IMDB 7.2