უელკერ უაიტ
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
ეძებე ემი
Chasing Amy

ყველაფერი კარგადაა სანამ ჰოლდენი და ბენკი ალისას არ შეხვდებიან.

1997
IMDB 7.3
მგონი, ჩემი ცოლი მიყვარს
I Think I Love My Wife

ფილმის მთავარ გმირს რიჩარდ კუპერს კარგი სამსახური აქვს, ყავს ცოლი და ორი ბავშვი. მაგრამ ის მოწყენილია, და ფსიქოლოგის საერთო სეანსებიც არ ეხმარება მას. წარსულიდან აწმყოში ბრუნდება მისი მეგობარი ქალი, რომელიც მას შანს მისცემს ყველაფერს გადახედოს თავის ცხოვრებაში, ან უბრალოდ უღალატოს ცოლს...

2007
IMDB 5.5
ჯუნიორი
Junior

მეცნიერმა მედიკოსებმა ალექს ხესსმა და ლარი არბოგასთმა უნიკალური პრეპარატი შეიმუშავეს,რომლის მეშვეობითაც ქალები მუცლის მოშლას აირიდებენ.. როცა კვლევების ფინანსირება შეწყდა,მეგობრებმა მისი ეფექტიურობის შემოწმება გადაწყვიტეს...არბოგასთმა ქალის კვერცხუჯრედი გაიტაცა და ბავშვის გაჩენაზე დათანახმებულ ხესს სხეულში შეუყვანა

1994
IMDB 4.5