ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ.

Rebecca Front
რთული მოზარდი კიტ გორდი ვერ ეგუება მამის გარდაცვალებას უკვე რამოდენიმე წელია. გოგონას მისი საქციელის გამო ბლექვუდის სკოლა-პანსიონში აგზავნიან. მასთან ერთად სკოლაში ოთხი გოგოც მოხვდება. სკოლის დირექტორი მადამ დიურე ცდილობს გოგონებში დაფარული ნიჭი გამოააშკარავოს. გოგონები მართლაც გამოავლენენ ნიჭს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ კიტი ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა.
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო.
მფრინავი აპარატი NASA კატასტროფას განიცდის გალაქტიკის ერთერთ პლანეტაზე. ხომალდის პილოტი მოასწრებს კატაპულტირებას და ცოცხლად გადარჩება. თუმცა პლანეტის ბინადრები კოსმონავტს შიშით შეხვდებიან. უცხოპლანეტელ აბორიგენებს ლამაზი, მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი ეჩვენებათ მახინჯ და უცნაურ არსებად, რომელიც მათთვის უცნობი ცივილიზაციიდან ჩამოვიდა. ხომალდის შეკეთება შეუძლებელია...