ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.

რაად რავი
ოკუპირებული ერაყის "მწვანე ზონაში" – ტერიტორიაზე, რომელიც შეერთებული შტატების ჯარს ექვემდებარება – ცენტრალური ბიუროს აგენტები ეძებენ მასიური განადგურების იარაღს. მათ გამოძიებას ობიექტურობას მოანიჭებს მხოლოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტი .
სახელმწიფო აგენტებისგან შემდგარი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მიდის , სადაც ახლადმომხდარი ტერაქტი უნდა გამოიძიონ, მომხდარია აფეთქება ამერიკის ერთ-ერთ ობიექტზე , ჯგუფს ევალება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მტრულ გარემოში, სადაც ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი და სიძნელეები შეხვდებათ
თავგადასავალი, რომელიც პირადი ვენდეტა უნდა ყოფილიყო საშინელი მონსტრების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში გადაიზრდება და მეომარი კონანი ხვდება, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჰაიბორიას ხალხის დაცვა ზებუნებრივი ძალის მქონე ბოროტებისაგან.
სექსი... ძალაუფლება... ძალიან ბევრი ფული... რა შეიძლება კიდევ დასჭირდეს "უფლისწულს" რომელსაც ყველაფერი აქვს? რა თქმა უნდა ორეული. მას შეიძლება გადაულოცო მთელი რუტინა, ხოლო საშიშ სიტუაციებში ის საკუთარ თავზე აიღებს დარტყმას. მაგრამ ორეულიც არ რჩება ჯილდოს გარეშე- ის მიიღებს ყველაფერს რაც აქვს უფლისწულს. ყველაფერს გარდა ქალისა, რომელიც გახდება ერთადერთი რამ რასაც ის ნამდვილად მოისურვებს