ლუმინა მუშაობს სილამაზის სალონში სტილისტად, აქვს უნარი შეცვალოს მარგალიტს ფერი და არც კი იცის, რომ რეალურად არის პრინცესა-ქალთევზა.

თაბითა სთ. გერმაინი
მაგიური სარკის საშუალებით თუაილაით სპარკლი ალტერნატიულ სამყაროში მოგზაურობს, რათა იპოვოს კრისტალის იმპერიისათვის წართმეული გვირგვინი.
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ...
გაიცანით ცეროდენა. ეს პატარა არსება, მეგობრებთან ერთად, ფერად–ფერადი ყვავილებით მორთულ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც თვილერბი ჰქვია. განებივრებული გოგონას – მაკენას კაპრიზის შესრულების შემდეგ კი ცეროდენა თავის მეგობრებთან ერთად ქალაქის ერთ მდიდრულ ოთახში ხვდება, სადაც იგებს, რომ მის საყვარელ ქვეყანას განადგურება ემუქრება. ცეროდენა საშველად ბუნების მაგიას უხმობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამქვეყნად ყველაზე ციცქნა არსებასაც შეუძლია სამყაროს შეცვლა.
ამ ზღაპარში არ არის პრინცესა, რომელსაც შველა სჭირდება. ბარბი და მისი მეგობარი მუშკეტერები პრინცს გადაარჩენენ! ბარბი – 16 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახს ტოვებს და პარიზში მიემგზავრება, რათა მუშკეტერი გახდეს და სამეფო ოჯახი გადაარჩინოს! სასახლეში ის სამ გოგონას გაიცნობს – ვივესას, რენეს და არამინას.