ლორენხა იზო
ერთხელ ჰოლივუდში
Once Upon a Time… in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

2019
IMDB 7.7
ცხოვრება თავისთავად
Life Itself

ახალგაზრდა ნიუ-იორკელი წყვილის სიყვარულის ისტორია რომელიც ასახავს კოლეჯში დაწყებული ურთიერთობის რომანში გადაზრდას, შემდგომ ქორწინებას და პირევლი ბავშვის დაბადებას. მათი თანაცხოვრება სხვადასხვა კონტინენტებზე ათწლეულებს ითვლის, რაც მეტ ხიბლს სძენს ლამაზ სასიყვარულო ამბავს.

2018
IMDB 6.3
ჯადოსნური საათების სახლი
The House with a Clock in Its Walls

პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.

2018
IMDB 6.1
დღესასწაულები
Holidays

დღესასწაულები მოსწონთ ან პირიქით გაურბიან მათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ფილმი გადაღებულია ადამიანების ფობიებზე, ეს არის საშინელებათა ფილმი არდადეგებისთვის.

2016
IMDB 5.2
მწვანე ჯოჯოხეთი
The Green Inferno

სტუდენტების ჯგუფი მოგზაურობს ამაზონის უკიდეკანო სივრცეებში, მათი მიზანია გადაარჩინონ გადაშენების პირას მისული ადგილობრივი ტომი, მაგრამ ავიაკატასტროფა ანგრევს მათ გეგმებს...

2013
IMDB 5.5
კაკუნი
Knock Knock

ის ნორმალური მამაკაცია სოლიდური სამსახურით, კეთილმოწყობილი სახლით, ლამაზი მეუღლითა და შესანიშნავი შვილებით. ყველაფერი კარგადაა მანამ, სანამ ოჯახი დასასვენებლად ქალაქგარეთ წასვლას გადაწყვეტს. კარზე ორი გოგონა აკაკუნებს და ევანს მათ სახლში შეშვებას სთხოვს. მასპინძელიც თანხმდება და აქ იწყება ბნელით მოცული ამბები.

2015
IMDB 5.1