კოლინ ფერტი
საიდუმლო ბაღი
The Secret Garden

ახალგაზრდა ინგლისელმა გოგონამ ინდოეთში დაკარგა მშობლები და დაბრუნდა საცხოვრებლად ინგლისში, ბიძის სახლში. ის იწყებს გარემოს შესწავლას და აღმოაჩენს დაკეტილ კარიბჭეს მიტოვებულ ბაღში. უეცრად მინდორი, რომელიც დაფარული იყო ადამიანის თვალისგან, იღვიძებს და ისევ იწყებს ზღაპრულ, ულამაზეს ცხოვრებას.

2020
IMDB 5.5
1917
1917

1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

2019
IMDB 8.4
მამა მია 2
Mamma Mia! Here We Go Again

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფი მისი მამობის კანდიდატებს შეხვდა. იგი ცდილობს გაარკვიოს რომელია მისი ბიოლოგიური მამა. ამავე დროს დონას უწევს მიიღოს არჩევანი და გადაწყვიტოს, რომელი მამაკაცია მსი ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი. მაგრამ არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან სამივეს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც დონას იზიდავს...

2018
IMDB 7
ზაფხული გენუაში
Genova

ფილმი მოგვითხრობს ოჯახის ისტორიას- მამა და ორი ქალიშვილი, რომლებიც გადავიდნენ საცხოვრებლად გენუაში. მათ თავს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ (ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მათი დედა)ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. მარია 11 წლის არის, ხოოლო კელი 16 წლის. გენუაში გადასვლის შემდეგ მარია მუსმივად გრძნობს დედის სულის არსებობას, ხოლო კელი მამასთან კონფლიქტის გამო არეულ ცხოვრების წესს ეწევა.

2008
IMDB 6.1
საუკუნის რბოლა
The Mercy

1968 წელს ბრიტანელი მოყვარული აფროსანი გადაწყვეტს აიხდინოს ოცნება და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რბოლაში. როდესაც ის ზღვაში გავა მიხვდება, რომ ამ რბოლაში იგი ვერ გაიმარჯვებს და გიჟურ ავანტიურას წამოიწყებს.

2018
IMDB 6
იმედის ნაპერწკლები
Hope Springs

მეგობარი ქალის მიერ მიტოვებული იმედგაცრუებული ფილმის გმირი სამოგზაუროდ მიდის. იპოვის ახალ სიყვარულს, თუ დაიბრუნებს ძველს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული

2003
IMDB 5.4
კინგსმენი: ოქროს წრე
Kingsman: The Golden Circle

მას შემდეგ რაც კინგსმენის შტაბს თავს დაესხნენ და მთელი სამყარო უცნობთა ტყვეობაში აღმოჩნდა, ბრიტანელი აგენტები აღმოაჩენენ, რომ იმავე დღეს როდესაც მათი ორგანიზაცია შეიქმნა, ასევე შეიქმნა ამერიკული სადაზვერვო ორგანიზაცია სტეიტსმენი. ახლა ეს ორი ცნობილი სპეც სამსახური უნდა გაერთიანდეს საერთო მტრის წინააღმდეგ.

2017
IMDB 7.1
წითელი ცხვირის დღე (რეალური სიყვარული 2)
Red Nose Day Actually (Love Actually 2)

მაყურებელი გაიგებს, როგორ ცხოვრობენ ფილმის "რეალური სიყვარული" გმირები 13 წლის შემდეგ.

2017
IMDB 7.3
მოშორდი,შპიონო!
Tinker Tailor Soldier Spy

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ჯაშუშზე, რომელის იდენტიფიცირებასაც დიდიხანია ცდილობენ, მაგრამ ვითომ შემთხვევითი არ იძლევა ამის საშუალებას...

2011
IMDB 7.1
რკინიგზელი
The Railway Man

ერიკ ლომაკსის რეალური ისტორია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს ბრიტანელი ოფიცერი შეიპყრო იაპონიის ჯარმა, შედეგად მან გაიარა ტყვეობის ყველა საშინელება. ტყვეობაში, ის აიძულეს, მონაწილეობა მიეღო რკინიგზის მშენებლობაში. მისი გათავისუფლების შემდეგ ლეიტენანტ ლომაკს მიანიჭეს კაპიტნის წოდება.

2013
IMDB 7.1
ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი
Bridget Jones's Baby

თითქოს ყველაფერი დალაგდა: წარმატებული კარიერა, სახლი ლონდონის ცენტრში... მაგრამ ბრიჯიტი ბრიჯიტი არ იქნებოდა , რომ არა საინტერესო ისტორიები. იგი აღმოჩნდება იქ სადაც არაა საჭირო, მასთან ერთად ვისთანაც საჭირო არაა. ახლა კი მან არ იცის ვინაა მისი შვილის მამა - მილიონერი თუ ცნობილი ადვოკატი.

2016
IMDB 7.3
გენიოსი
Genius

ნოი იორკი 1920 წელი. მაქს პერინსი მუშაობს გამომცემლად სკრიბნერ სონში, ის ეხმარებოდა ისეთ დიდებულ მწერლებს როგორებიც იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი და სკოტ ფიტჯერალდი. როდესაც მას ხელთ უვარდება 1000 გვერდიანი ნაწერი ტომას ვულფისგან, პერკინსი ამტკიცებს რომ მან გენიოსი აღმოაჩინა. ერთად დაიწყენებ მუშაობას ახალ წიგნზე. ისინი ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან...

2016
IMDB 6.5
მთავარი ქუჩა
Main Street

მშვიდი ინდუსტრიული ქალაქი, სადაც თამბაქოს წარმოების ცენტრია, დიდი ხანია გაწონასწორებული ცხოვრებით ცხოვრობს. აქ თითქოს ეკოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა არავის აღელვებს. გას ლეროის სიტუაციით სარგებლობა სურს და ქალაქში საშიში ნარჩენების შესანახი საწყობის გაკეთებას გეგმავს. მოსახლეობის დაცვა მხოლოდ პოლიციის უფროსს ჰარის პარკერს შეუძლია, მაგრამ მას ჯერ გამოცდილება არ აქვს და მათი ნდობაც არ მოუპოვებია

2010
IMDB 4.7
დაძინებამდე
Before I Go to Sleep

უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.

2014
IMDB 6.3
მეფის სიტყვა
The King's Speech

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ჰერცოგის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის მეფის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. მას ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ნერვიულობისგან ენა ებმევა. გეორგი დახმარებისათვის ლოგოპედ ლაიონელ ლოგს მიმართავს. მისი დახმარებით გეორგი სამეფო ხმას იძენს და ინგლისს ომში მიუძღვის.

2010
IMDB 8.1
საშობაო ისტორია
A Christmas Carol

ეს ვიქტორიანდელი ჭკუისსასწავლებელი ისტორია მოხუც და გააფთრებულ ძუნწ მამაკაცზე, რომელიც ერთი ღამის მანძილზე გადაიტანს განწმენდის გამოცდას... მისტერ სკრუჯი - ვინანსისტია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიმდიდრის შეგროვებას მიუძღვნა. მას სძულს ყველაფერი, ფულის გარდა, მეგობრობის , სიყვარულის და საშობაო დღესასწაულების ჩათვლით...

2009
IMDB 6.8
ჩემი საშინელი ძიძა
Nanny McPhee

დაქვრივებული მისტერ ბრაუნის სახლში მოხვედრისას, ჯადოქარი ძიძა სცდილობს დაიმორჩილოს მის შვიდი გაუგონარი ბავშვი. ეს მოუსვენარი და თავხედი ბავშვები, საიმონის მეთაურობით, უკვე მოიცილეს თავიდან 17 ძიძა და ამიტომაც ეღვიც არ ეპარებათ, რომ მეთვრამეტესაც იგივე ხვედრი ელის. მაგრამ, როდესაც ძიძა მაქვი მაინც მოახერხებს სიტუაციის კონტროლის ქვეშ აღებას, ბავშვები ამჩნევენ, რომ თავისი საშინელი საქციელი ჯადოსნური გზით უცნაური შედეგებით მთავრდება

2005
IMDB 6.6
ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი
Bridget Jones: The Edge of Reason

იდეალური სიყვარული... იდეალური ცხოვრება... რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი სხვა... ბრიჯიტი, მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა მას ახალი ბოსი ჰყავს, ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება...

2004
IMDB 5.9
ინგლისელი პაციენტი
The English Patient

მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ახალგაზრდა კანადელი მედდა მიტოვებულ ვილაში ინგლისელ პაციენტს უვლის, რომელმაც საჰარაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს საშინელი დამწვრობა მიიღო. პაციენტს თავდავიწყებით შეუყვარდება მზრუნველი მედდა, რომელიც უკვე დაქორწინებულია. მათი სიყვარული კი ტრაგიკული შედეგით სრულდება.

1996
IMDB 7.4
უკანასკნელი ლეგიონი
The Last Legion

ჩვენი წელთაღრიცხვით 476 წელი. რომის იმპერია აგონიაშია... ცეზარების დინასტია დამარცხებულია... ბოლო იმპერატორს, 12 წლის რომულუს ავგუსტუსს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ ერთი დღე მართავდა, მას კაპრის კუნძულზე ჩაამწყვდევენ.

2007
IMDB 5.4