ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

მეტიიუ გუდი
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.
ტონი ადვოკატისაგან წერილს იღებს, იდუმალი მემეკვიდრეობის შესახებ. გარემოებების შესწავლის შემდეგ, ტონი მიხვდება, რომ წარსული არც ისე ცოტა სიურპრიზს მალავს.
1942 წელს ფრანგ-კანადელ ჯაშუშ მაქსს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა ფრანგი აგენტი მერიანი, კასაბლანკაში მისიის შემდეგ. მაქსი გაიგებს რომ მერიანი ნაცისტების ჯაშუშია და იწყებს მის თვალთვალს.
ფილმში მოთხრობილია საზოგადოებაზე სადაც არიან ნამდვილი სუპერგმირები, უფრო ზუსტად სადაც ისინი იყვნენ. მათი მოღვაწეობა უკვე სასტიკად აკრძალულია. ეხლა ისინი ცხოვრობენ როგორც უბრალო მოკვდავები თუმცა, წარსული წლები მათ ხშირად ახსენდებათ. ძირითადი სიუჟეტი სუპერგმირ რორშახის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი ყოფილი მეგობრის მკვლელობის გამოძიებას ცდილობს
წარსულში ოდესღაც ცნობილ ჩოქბურთელს კრის არც ისე სახარბიელო დრო დაუდგა.საჭიროა რამენაირად მოეწყოს ცხოვრებაში, თან ამ დროს ის თავის საუბედუროდ ნოლას შეხვდება , ტიპიურ საბედისწერო ქალს, რომლისგანაც უსიამოვნებების გარდა არაფელსია მოსალოდნელი. კრის უყვარდება ნოლა, ის კი, ამ დროს, მის მეგობარს ტომს ხვდება
მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისში მყოფი კაპიტანი – ჩარლზ რაიდერი რაზმს მეთაურობს, რომელიც ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებს. კაპიტანი ჯარისკაცების ახალ ადგილზე გადაყვანის ბრძანებას იღებს. დანიშნულ ადგილზე მოსვლისას, ის აღმოაჩენს, რომ ბრაიდსჰედის მამულშია – არისტოკრატების ოჯახის – ფლაიტების რეზიდენციაში. ჩარლზს შეიპყრობს მოგონებები სებასტიანზე და ჯულია ფლაიტზე, რომლებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელი მისი ახალგაზრდობა.
ლოს–ანჟელესი, 1962 წელი. ჯორჯს, ბრიტანელ პროფესორს და კოლეჯის მასწავლებელს, რთულად გადააქვს თავისი საყვარლის სიკვდილი. უბედურებასთან გამკვლავებაში დაეხმარება დიდი ხნის მეგობარი და ერთერთი ყოფილი სტუდენტი.
ინგლისურ ენოვან ქვეყნებში არსებობს ტრადიცია, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს დაქორწინება შესთავზოს, და მას არ აქვს უარის თმის უფლება. და აი, ერთი ქალი მიდის დუბლინში რათა ზუსტად ამ დღეს სცადოს და წინადადებით მიმართოს თავის ბოიფრენდს.მაგრამ ამინდი მის გეგმებს ცვლის, და ჩანაფიქრის ასასრულებლად მას უწევს ბუზღუნა ირლანდიელის დახმარებისთვის მიმართვა – სასტუმროს მფლობელის...
მამის სიკვდილის შემედეგ გოგონასთან და მის ემოციურ დედასთან ჩამოდის ამოუცნობი ბიძა… ...