Jeremy Luke
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
დონ ჯონი
Don Jon

ჯონ მარტელო არის თანამედროვე დონ ჟუანი, რომელიც გიჟდება ქალებზე და მეგობრები მას დონ ჯონს ეძახიან რადგან მისთვის არაფერია მინიმუმ 10 – ის შებმა ისე, რომ არცერთი ცდა არ ჩაუვარდეს. ის ამბობს რომ მისთვის სულ რამოდენიმე რამეს აქვს მნიშვნელობა: ოჯახი, ეკლესია, ქალები , სხეული, მანქანა, ძმაკაცები და პორნო. მაგრამ პორნოს სიყვარული მის ცხოვრებას ერთფეროვანს გახდის და ის იწყებს რაიმე უფრო დიდის ძებნას და ის პოულობს ნამდვილ სიყვარულს

2013
IMDB 6.6