დონა ტარტის რომანის ეკრანიზაცია ცამეტი წლის ბიჭის თეოდორ დეკერის შესახებ, რომლის მარტოხელა-დედა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპება, ხოლო თავად სასწაულებრივად გადარჩება. მომხდარი ტრაგედია მთავარი გმირის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, როდესაც მუზეუმის ნანგრევებიდან, ის ფასდაუდებელ ხელოვნების ნიმუშს მოიპარავს. ახალგაზრდა თეოდორს ზემო ისტ-საიდში მცხოვრები მდიდარი ოჯახი იშვილებს, სადიანც მოგვიანებით იგი მის მამასთან გაერთიანდება – ალკოჰოლიკი, აზარტული თამაშების მოყვარული, რომელიც მას ლას-ვეგასში წაიყვანს. ამ მომენტიდან იწყება ბიჭის მიწისქვეშა ხელოვნების სამყაროსადმი გაცნობა. ტრაგედიის ხსოვნა, დედის დაკარგვა და მსოფლიო შედევრის ქურდობა მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

სარა პოლსონი
მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან, რომელიც ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში მის დახმარებას გადაწყვეტენ .
ირგვლის აპოკალიფსის შემდგომი პერიოდის მსგავსი სურათია გამეფებული. თვალებახვეული ქალი და ორი ბავშვი მდინარის გასწვრის გზის გაგნებას ცდილობენ.
ხუთი წელი, რვა თვე და 12 დღე გეგმავდა დები ოუშენი შურისძიებას. მისი მიზანია 150 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულის მოპარვა. ამისათვის იგი შვიდ გოგონას დაუმაგობრდება. გეგმა ბრწყინვალეა, მაგრამ მიზნის მისაღწევად შესრულებაც ბრწყინვალე უნდა იყოს.
ნამდვილი ამბავი ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკს ტაიმსის მამაც ჟურნალისტებზე, რომლებმაც გამოაქვეყნეს საიდუმლო დოკუმენტაცია ვიეტნამის ომის დროს.
მართა თავს აღწევს ჰიპპი-სექტას სადაც იგი ცხოვრობდა ორი წლის განმავლობაში მარსი და მეისთან ერთად. დახმარებისთვის იგი მის დას და სიძეს მიმართავს. მართა დარწმუნებულია, რომ სექტის წევრები უთვალთვალებენ. მტანჯველი მოგონებები გოგონას მოსვენებას არ აძლევს. რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარი თანდათან ირღვევა
ჯერომ სელინჯერის ცხოვრებასა და აზრებში მოგზაურობა. ისტორია, როგორ დაიბადა ჰოლდენ კოლფილდი, ბევრი თაობისათვის საყვარელი რომანის გმირი.
ყოფილი შეყვარებულები, უფროსკლასში, მშობლიურ ქალაქში , კალიფორნიაში დაბრუნებულები შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს.
ორი 14 წლის ბიჭუნა მორიგი გასეირნებისას გადააწყდება კაცს, რომელიც იმალება მისისიპიში კუნძულზე. კაცს მადი ჰქვია, ჩამტვრეული აქვს კბილები და პისტოლეტს მალავს. მალე ბიჭები მადს ნავის შეკეთებაში ეხმარებიან, რათა მან გაქცევა შეძლოს.
ფილმი მოგვითხრობს რთული ურთიერთობის შესახებ ორ ქალს შორის. ისინი 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი ახალგაზრდა მაღაზიის გამყიდველია, რომელიც ოცნებობს უფრო დიდ იდეალებზე, მეორე - გათხოვილი ქალია, ის უსიყვარულობას განიცდის.
საქსუალური ნიკ მარშალი - პლეიბოი ჩიკაგოდან, რომელიც თავის თავს დედამიწის ქალებისთვის ღვთის საჩუქრად თვლის. ის კარიერი მწვერვალზე იმყოფება ერთერთ წამყვან სარეკლამო სააგენტოში და მალე ახალი უფრო მაღალი თანამდებობა უნდა მიიღოს...ან უნდა მიეღო... სააგენტოს მეთაური თვლის, რომ ქალი უკეთ ერკვევა ქალთა ბაზრის საქონელში. და მალე სააგენტოში გაჩნდება ძალიან ნიჭიერი ექსპერტი და მომხიბვლელი ქალბატონი დარსი მაკგუაერი, რომელიც ნიკის ხელმძღვნელი ხდება. პირველი დავალების საშინაო გადამუშავების დროს ნიკს უბედური შემთხვევა ემართება, რომლის მერე ის ტავის თავში უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს: მას ქალთა აზრების კითხვა შეუძლია. ამ თვისებას თავიდან ნიკი სიგიჟემდე მიყავს, მერე კი შანსს აძლევს, დარსის აზრების კითხვის და მათი მოპარვის... და როდესაც ცბიერი გემის რეალიზაცია თითქმის შესულებული იყო სიყვარული შემოიჭრა მის ცხოვრებაში...
კოსმოსური "ზღვის მგელი" და სამოქალაქო გალაქტიკური ომის ვეტერანი მალკომი "მელ" რაინოლდსი - ეხლა მხოლოდ სატრანსპორტო გემის კაპიტანია. თუ როგორ ამბავში შეიძლება გაბმულიყვნენ არ წარმოედგინა არც მას და არც მის მეგობრებს, როდესაც დაიმგზავრეს ახალგაზრდა ექიმი და მისი უცნაური და, დაჯილდოებული ტელაპატიური ნიჭით...
სოლომონ ნორტაპი იყო დაქორწინებული და კარგად განათლებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ იორკში, როდესაც ორმა ადამიანმა ერთხელ შესთავაზა მიმზიდველი სამუშაო ვაშინგტონში. ჩამოსვლისას, მას იტაცებენ, გახდა მონა და ეწია უმწეო სიცოცხლე, ერთი მეპატრონიდან მეორესთან გადასვლით…