მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს, რომელიც მათ განადგურებით ემუქრება.

კონი ნილსენი
მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. მო ბერგის, ინტელექტუალის, პოლიგლოტის, პრესტიჟული უნივესიტეტის კურსდამთავრებულისა და ცნობილი ბეისბოლისტის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლობას შესთავაზებენ. მისი მრავალფეროვანი ნიჭისა და საიდუმლოს შენახვის უნარით იგი მალე შეეჩვევა ჯაშუშობას. მის პირველ დავალებაზე მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული.
მაქს ფიშერი 15 წლის ექსცენტრული სტუდენტია. იგი რაშმორში ყველა შესაძლო კლუბის პრეზიდენტია, სკოლის უთვალავი გუნდის კაპიტანი და გამოუსწორებელი ოროსანია. მაქსს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს, რომლის დროსაც ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა, გარდა ახალგაზრდა მასწავლებლის შეყვარებისა. მაგრამ მას საშიში და გავლენიანი მეტოქე გამოუჩნდა ჰერმანის სახით.
სუპერმენის თავგანწირვით შთაგონებულ ბრუს უეინს კვლავ უბრუნდება კაცობრიობის რწმენა. იგი დიანა პრინსთან ერთად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს უპირისპირდება. ბეტმენი და სუპერქალი სწრაფად კრებენ გუნდს ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად. მაგრამ სუპერგმირების უნიკალური გუნდის მიუხედავად, შეიძლება დედამიწის გადარჩენა შეუძლებელი იყოს.
მოქმედება იწყება 1936 წელს ფლორიდის ბარში, სადაც მწერალი ჰემინგუეი და გელჰორნი პირველად შეხვდნენ, იმ დროს ჰემინგუეი იყო უკვე ცნობილი მწერალი, გელჰორნი კი ერთერთი დიდებული სამხედრო კორესპონდენტი XX საუკუნეში.
ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის პერიოდზე. ვანდერ ვუმენი ქალი ამაზონი, ქალი საოცარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. შეეცდება მოცემული ომის დასრუელბას. ეს მისი ვალია, როგორც ჭეშმარიტი ამაზონის.
ბრიტანეთის სპეციალური სანაოსნო სამსახური კვალში მიჰყვება საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებას.
მუსლიმი პრინცი ალი და ქართველი არისტოკრატი ნინო აზერბაიჯანში გაიზრდნენ. მატი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია პირველი მსოფლიო ომისა და მსოფლიოს ბაქოს ნავთობისათვის ბრძოლის დროს დაიწყო. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ: იბრძოლონ საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის თუ ერთმანეთისათვის.
დიდებულ რომის იმპერიაში არ იყო მხედარმთავარი, რომელიც გენერალ მაქსიმუსს შეედრებოდა. დაუმარცხებელი ლეგიონები, რომლებსაც ეს კეთილშობილი მებრძოლი ხელმძღვანელობდა, მას აღმერთებდნენ და მას ჯოჯოხეთშიც კი გამოყვებოდნენ. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მამაცი მაქსიმუსი, რომელიც მზადაა შეებრძოლოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამართლიან ბრძოლაში, აღმოჩნდა უძლური ცბიერი ნტრიგების წინ. გენერალს უღალატეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საოცრებით სიკვდილს გადარჩენილი, მაქსიმუსი გლადიატორი ხდება.
წარსულში ელიტური სპეცნაზის მომზადების სპეციალისტი ელ თი ბონემი შეუერთდება ფედერალური ბიუროს ჯგუფს, რომელიც სასტიკი მკვლელის კვალს მიყვება. მოუხელთებელი კილერი, რომელიც ვირტუოზულად ფლობს საბრძოლო დანას, - ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ელ თის მოსწავლე. მას არ სჭირდება სახლი - ის ტყეში არსებობს. მას არ სჭირდება ფული - მას შეუძლია ყველაფერი იშოვოს რაც აუცილებელია. მას არ სჭირდება იარაღი - მის ხელთაა ჯოხი ან ქვა და მის ხელში ის იარაღზე უფრო საშიშია. ის იდეალური მებრძოლია, და მხოლოდ მის მასწავლებელს შეუძლია ის შეაჩეროს..
ნიუ-იორკში მსხვილი იურიდიული კონცერნის დაპატიჟების მერე ჩამოდის კევინ ლომაქსი, ახალგაზრდა ადვოკატი. მანამდე ის იმით იყო იმით ცნობილი, რომ იცავდა მხოლოდ არამზადებს და თან არც ერთ პროცესი არ წაუგია. ახალ სამუშაო ადგილას ის სრულიად ბედნიერია, ის ცხოვრობს მდიდრულ ბინაში საყვარელ ცოლთან ერთად და ირგვლივ მას საინტერესო ადამიანები ყავს.
ფორტ "კლეიტონი" - ბოლო ამერიკული სამხედრო ბაზა პანამის არხში. საიდუმლო სასწავლო მისიის დროს ქარიშხალი დაატყდება თავს სპეცნაზელების ჯგუფს და მათ ლეგენდარულ ინსტუქტორს ნეიტან ვესტს. ორი დაბრუნებული ჯარისკაცის წინააღმდეგობრივი ჩვენებები კიდევ უფრო ხლართავენ საქმეს. რაზმის მისტიური გაუჩინარების ვითარებების გამოსაძიებლად დაპატიჟებენ ნარკოტიკებთან ბრძოლის ქვედანაყოფის აგენტს ხარდის. ისინი, ვინც გადარჩა, ვარ ხსნიან - ნარკოტიკებშია რომ საქმე... ან რამე სხვაში. ყველა სტყუის...
დედამიწის წინაშე უპრეცედენტო კატასტროფაა. ყველა კონტინენტის, სხვადასხვა ქვეყნებში, ადამიანები თითქმის მოკლებული არინ გრძნობას - მაიკლი და სიუზანი თვლიან, რომ მათი ურთიერთობა წუთიერია, მაგრამ როდესაც ირკვევა, რომ მსოფლიო საბოლოოდ დანგრების წინაშეა, გმირები გააცნობიერებენ, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებენ. მაგრამ რა დარჩება ბოლოს, როცა გრძნობები გაქრება?
ფილმი მოგვითხრობს CIA ის აგენტზე რომელიც სხვა აგენტებისგან გამოირჩევა შემდეგი სამი მიზეზის გამო 1)ის 20 წელზე მეტია CIA ის აგენტია 2)ის ფლობს მკვლელობის ძალიან დახვეწილ უნარჩვევებს. 3)მას ილტვის კიბოაქვს, გადაურჩება თუარა ის ამ დაავადებას დამოკიდებულია ზემოთ მოცემულ ორ პარამეტრზე