ნამდვილი ამბავი ბოლო 2000 წლის განმავლობაში ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გადცემის ინტიმური ამბის შესახებ. კათოლიკური ეკლესიის ლიდერებისგან იმედგაცრუებული, კარდინალი ფრანცისკე 2012 წელს რომის პაპისგან, ბენედიქტ მეთექვსმეტესგან გადადგომის ნებართვას მოითხოვს, მაგრამ სკანდალში გაეხვევა და ბენედიქტი თავის ყველაზე მწვავე კრიტიკოსსა და მომავალ მემკვიდრეს რომში გამოიძახებს, რასაც საიდუმლოებების გამოაშკარავება მოჰყვება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის საფუძვლებს შეარყევს. როდესაც ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი მათი წარსულის პირისპირ აღმოჩნდება, ვატიკანის კედლებს მიღმა ტრადიციისთვის, პროგრესისთვის, ცოდვებისთვის და მიტევებისთვის ბრძოლა იწყება, რათა გმირებმა საერთო ენა იპოვონ და მთელ მსოფლიოში მილიარდი მიმდევრისთვის მომავალი შექმნან

Anthony Hopkins
ფილმი ეძღვნება მსოფლიო კინოს ერთ-ერთ მთავარ რეჟისორს. ფილმი გვიჩვენებს გზას ბავშვობაში გადაღებული სამოყვარულო კადრებიდან ჰოლივუდის ბლოკბასტერებამდე.
მოხუცებული მეფე ლირი გადაწყვეტს მისი სამფლობელო სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, ამისათვის კი მათ მისდამი სიყვარული უნდა გამოხატონ. უმცროსი ქალიშვილი თვალთმაქცობას არ დაიწყებს და ძალაუფლების გარეშე დარჩება. უფროსი დები კი სამეფოს გაინაწილებენ...
შუახნის მილიარდერი ჩარლზ მორისი თავის სუპერმოდელ ცოლთან და ფოტოგრაფთან ერთად მიემგზავრება ალასკაზე, რათა შეარჩიონ იდეალური ადგილი ფოტოსესიისთვის. ძებნის დროს თვითმფრინავი განიცდის ავიაკატასტროფას და ჩამოვარდება ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილას, რომელიც სავსეა ველური ცხოველებით.
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო.
ჯულია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, სწავლის დამთარების შემდეგ და ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ადამიანსგან რომლის სახელია ბლექვეი. გოგონა როცა მიხვდება, რომ პოლიცია ამ ქალაქში როგორც ასეთი არ ფუნქციონერობს, დახმარებისთვის მიმართავს მეგობრებს, (ყოფილ მეტყევეს და მის ახლობელს) ისინი მოძალადის ძებნის პროცესში მიხვდებიან, რომ ჯულია პირველი მსხვერპლი არ არის...
როცა ამბიციური ახალგაზრდა იურისტი დაიწყებს დიდი საქმის წარმოებას, რომელიც ძლიერი და დაუნდობელი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაამდეგაა, ის ჩათრეული იქნა კორუფციისა და შანტაჟის სამყაროში.
ფილმი მოგვითხრობს 4 ძმაკაცის ისტორიას, ისინი ფინანსურ კრახს განიცდიან ბიზნესში და დიდი ფულის ძიებაში გადაწყვეტენ ქალაქის უმდიდრესი ადამიანის გატაცებას...
ფსბ-ს აგენტები ჯო და კეტრინი უცნაური მკვლელობების სერიას იძიებენ. ყველა დანაშაულს აერთიანებს რაღაც ზებუნებრივი. სერიული მკვლელი ყოველ ჯერზე ნაბიჯით წინაა საუკეთესო გამომძიებლებზე. აგენტები დახმარებისათვის სპეცსამსახურების ანალიტიკოს, პენსიაზე გასულ დოქტორ ჯონ კლენსის მიმართავენ, რათა ის დამნაშავის პოვნაში დაეხმაროს. ჯონი მალე ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ჭკვიანია.
ფილმი მოგვითხრობს წარმატებულ თეატრის მსახიობსა და მის პირად ასისტენტზე.
ფილმში აღწერილია ჟურნალისტი ჯეკ ბურდენის პოლიტიკური ისტორია.ჯეკი შეხვდება უილი სტარკას ,რომელიც უბიძგებს ჯეკის პოლიტიკაში წასვლას.
თუ სამყარო მოულოდნელად აღმოჩნდება საშინელი კატასროფის წინ, არსებობს მხოლოდ ერთი ადმიანი, რომელსაც შეუძლია ამ საშინელი სიტუაციის გამოსწორება. მას იტან ხანტი ჰქვია, ის ნამდვილი სპეციალისტია ყველაზე რთული სიტუაციების გადაჭრაში. ახლა იტანს – ახალი, მკაცრი უფროსი ჰყავს, ახალი მომხიბვლელი შეყვარებული, ახალი ცბიერი მოწინააღმდეგე და ახლი დავალება, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შეასრულებს. მაგრამ ხანტი არ იქნება იტან ხანტი, რომ ვერ შეეძლოს მომდევნო შეუსრულებელი მისიის შესრულება!
ეს ისტორია დიდ ბრიტანეთში ხდება. მთავარი გმირი ბრუნდება სამშობლოში ამერიკიდან იმისათვის, რომ იპოვოს იქ უგზო–უკვლოდ დაკარგული ძმა. ის გაიგებს, რომ ქალაქის ახლომახლოს საშნელი არსება ბინადრობს, რომელიც ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლებს ნაგლეჯებად აქცევს. საქმეს სკოტლანდ იარდის პოლიცია იძიებს, მალე კი მათ დააინტერესებს ჯენტელმენი, რომელიც ძმის საპოვნელად ჩამოვიდა.
მდიდარი და გავლენიანი გაზეთის მაგნატის უილიამ პერიშს ცხოვრებაში თვით სიკვდილი გამოჩნდება, რომელმაც მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცის სახე მიიღო სახელად ჯო ბლეკი. ჯეოსინემა, რომელიც დაიღალა თავისი ჩვეულებრივი ვალდებულებებისგან, შესთავაზებს პერიშს უცნაურ გარიგებას: მაგნატი ჯოს გამცილებებლი გახდება ცოცხლი ადამიანების სამყაროში, სადაც ის დასვენებას გეგმავს...
ამერიკელი მღვდელი მიდის ვატიკანში, იმისთვის, რომ ისწავლოს ეგზორციზმის სკოლაში.....................
ამ სურათის მოქმედება ვითარდება მანამ სანამ \"კრავთა სიჩუმეში\" აღწერილი მოვლენები განვითარდებოდა და კლარისა სტარლინგის გამოჩენამდე. ჩვენ ვეცნობით ადამიანს, რომელმაც ჰანიბალ ლექტერი დაიჭირა, – ფედერალური ბიუროს აგენტი. ლექტერის დაპატიმრების შემდეგ, რომელიც გრემს თითქმის ცხოვრების ფასად დაუჯდა, უილი მიდის სამსახურიდან ბიუროში. თუმცა, ახალი საზარელი სერიული მკვლელის გამოჩენა გრემს აიძულებს დაბრუნებას. ეს დაუნდობელი მონსტრი, რომელსაც პრესამ უკვე სახელიც კი დაარქვა – \"კბილის ფერია\", ღამ–ღამობით მთლიან ოჯახებს კლავს. ახლა უილს ესაჭიროება რჩევა გამოცდილი სპეციალისტისაგან ფსიქიკურ ანომალიებში, და ის დახმარებისათვის თავის ძველ ნაცნობს მიმართავს ... ექიმ \"ჰანიბალ–კანიბალ\" ლექტერს!
ხანში შესული მთავარი გმირი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრებ მიუძღვნა სამართლიანობისთვის ბრძლას, რომელმაც უამრავი წელი გაატარა საკანში, რომელმაც დაკარგაცოლი და ქალიშვილი, საკუთარ ცოდნას და შავ ნიღაბს გადასცემს ახალგაზრდა მებრძლს, რომელიც დღეიდან შეებრძლება ბოროტებას. სიყვარულისა და სიმამაცის დაუვიწყარი ისტორია ...
სასტიკი მანიაკი მხეცურად კლავს ახალგაზრდა ქალებს. მის გამოსაჭერად, ფედერალური ბიუროს აგენტები აგზავნიან პოლიციის აკადემიის ნიჭიერ სტუდენტს კლარისა სტარლინგს თავისებურ საუბარზე გასაიდუმლოებულ ციხის სპეცფსიქიატრიულში ჩამწყვდეულ ფსიქოპათოლოგიის სპეციალისტთან, შეთავსებით კი მკვლელთან და კაციჭამიასთან განიბალ ლექტერთან. ამ ლაპარაკის შედეგად პოლიცია პოულობს მანიაკის კვალს, ამ დროს კი ბოროტების გენიოსი ლექტერი, დაცვას გაექცევა და ძველ საქმიანობას დაუბრუნდება
ლორდი ბეოვულფი მეფის - ხროტგარის ბრძანებით თავის ძლიერ განაყოფთან ერთად გადაცურავს ზღვას, რათა გაანთავისუფლოს ვასალიის სოფლის მცხოვრებლები საშინელი არსებისაგან. გრენდელი არ არის ბოროტების მაგიური ძალა, ის არის არსება რომელიც შედგება ადამიანის სისხლისაგან, ის არის დიდი და უზომოდ ბოროტი
პროფესორი კოულმან სილკი, რომელიც ახალი ინგლისის ერთ-ერთი პატარა ქალაქის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობს, მომსახურესთან ფანეი ფერლისთან რომანს გააბავს. როდესაც მათი კავშირი გამოაშკარავდება, ეს სკანდალი მის თანამშრომელს და მწერალს ნეიტან ცუკერმანს დააინტერესებს, რომელიც მის წარსულში ქექვას იწყებს მასზე ბიოგრაფიული წიგნის დაწერის მიზნით.