Chris Cooper
უარი შეუძლებელია
Irresistible

დემოკრატი ორგანიზატორი ეხმარებს პენსიაზე გასულ ვეტერანს მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ამერიკის კონსერვატორული მიდვესტის ერთერთ ქალაქში.

2020
IMDB 6.2
მშვენიერი დღე სამეზობლოში
A Beautiful Day in the Neighborhood

ბიოგრაფიული დრამა, ამერიკული პოპულარული საბავშვო სატელევიზიო პროგრამის დამფუძნებელის და წამყვანის, ფრედი როჯერსის (ტომ ჰენქსი) და ჯურნალისტის, ლოიდ ფოგელის (მეთიუ რიზი) არაჩვეულებრივი მეგობრობის შესახებ.

2019
IMDB 7.4
მე, კვლავ მე და ირენი
Me, Myself & Irene

როდ აილენდის პოლიციის თანამშრომელი ჩარლი ბეილიგეიტსი პიროვნული გაორებით არის ავად. მისი ერთი მხარე შეშლილი და აგრესიულია, როცა მეორე მეგობრული და უდარდელია. ორივე მათგანს შეუყვარდება ქალი სახელად ირენი, მას შემდეგ რაც ჩარლი პრეპარატებს დაკარგავს.

2000
IMDB 6.5
ცხოვრება ღამით
Live by Night

ფილმი მოგვითხრობს, მე-20 საუკუნის განქსტერების, ისტორიას, მთავარ როლს ითავებს სამართლიანი მძარცველი, რომელმაც ამ პროფესიას მიჰყო ხელი მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული მახასიათებლებით კრიმინალთან არაფერი ჰქონდა საერთო. საყვარელი ქალის დაკარგვა ყვეალფერს შეცვლის.

2016
IMDB 6.4
ოქტომბრის ცა
October Sky

ოცტომბრის ცა 1999 წელს გადაღებული ჩარლზ გორდონის ფილმია, ჯეიკ ჯილენჰაალის, კრის კუპერის და ლორა დერნის მონაწილეობით. დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე, მეშახტეს შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა.

1999
IMDB 7.8
მოსპობა
Demolition

საინვესტიციო ბანკირი ემოციური სასოწარკვეთილების შემდეგ აღმოაჩენს იმედს, როცა ხვდება ქალს ჩიკაგოში.

2016
IMDB 7.2
ნიუ-იორკო, მიყვარხარ
New York, I Love You

ფილმი თავისთავში ითავსებს სიყვარულის ისტორიების კომპლექტს რომლებიც მიმდინარეობს ნიუ იორკის ქალაქური ცხოვრების ფონზე...

2008
IMDB 6.3
პატრიოტი
The Patriot

ფილმის მოქმედება 1776 წელს ვითარდება სამხრეთ კაროლინაში. ადგილობრივი პლანტატორი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ებმება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დასაცავად.

2000
IMDB 7.1
სამეფო
The Kingdom

სახელმწიფო აგენტებისგან შემდგარი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მიდის , სადაც ახლადმომხდარი ტერაქტი უნდა გამოიძიონ, მომხდარია აფეთქება ამერიკის ერთ-ერთ ობიექტზე , ჯგუფს ევალება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მტრულ გარემოში, სადაც ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი და სიძნელეები შეხვდებათ

2007
IMDB 7.1
ბორნის იდენტიფიკაცია
The Bourne Identity

იტალიური თევზსაჭერი გემის გუნდი ხმელთაშუაზღვაში მამაკაცის სხეულს პოულობს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ზურგში ორი ჭრილობა მოაყენეს და ნეკნში იმპლანტირებული აქვს მიკროფილმი, რომელიც შვეიცარიის ბანკის ნომრითაა დანიშნული. როდესაც უცნობი აზრზე მოდის, აღმოჩნდება, რომ მას არ ახსოვს ვინ არის სინამ დვილეში, და რა მოუვიდა, თუმცა შეუძლია ლაპარაკი რამოდენიმე ენაზე და სხვა არაჩვეულებრივი ნიჭი გააჩნია. ციურიხში მითითებული საბანკო ანგარიშიდან ფულის აღების შემდეგ, ის გაიგებს თავის სახე ...

2002
IMDB 7.9
გზატკეცილი 60
Interstate 60: Episodes of the Road

ლეგენდებში და მითებში არსებობენ პერსონაჟები, რომელთა მთავარი ამოცანაა – სურვილების ასრულება. არაბებთან – ეს ჯინებია, ირლანდიელებთან – ლეპერკონენები, ჩინელებთან დრაკონები, ევროპელებთან – ფერიები და ტყის სულები. ამერიკაში კი არსებობს ვინმე ო.ჟ. გრანტი – საკმაოდ უცნაური და სასაცილო ადამიანი, რომელსაც ასევე თქვენი ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია. მაგრამ მასთან ფრთილად იყავით! მას ერთხელაც შეხვდება ნეილ ოლივერი. ნეილი საკმაოდ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით: მას შეძლებული მშობლები ჰყავს, სიმპატიური საცოლე და წინ იურისტის შესანიშნავი კარიერა აქვს. მაგრამ ბოლო დროს მას სიზმარში საიდუმლო გოგონა ესიზმრება, რომელსაც ის თავიდან ვერაფრით იგდებს. უცნაური გრანტი დაპატიჟებს ნეილს საიდუმლო მე–60 ავტოსტრადით მოგზაურობაში, რომელიც აშშ–ს არც ერთ რუქაზე არ არსებობს. და ნეილი ყველაფერს მიატოვებს და თავის ცხოვრებაში ყველაზე არაჩვეულებრივ და სარისკო მოგზაურობაში წავა, რადგან გადაწვეტს, უცნობი გოგონას პოვნას...

2002
IMDB 7.7
საზღვაო ქვეითები
Jarhead

სურათის მოქმედება ვითარფება პერსიის ომის დროს. ზღვის ქვეითი ჯარის კაცი ენტონი – უკვე შთამომავლობით სამხედრო. მომზადების კურსის შემდეგ სპეციალურ ლაგერში მას ახლო აღმოსავლეთში გააგზავნიან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიდის..

2005
IMDB 7.1
იქ,სადაც მონსტრები ცხოვრობენ
Where the Wild Things Are

პატარა ბიჭი სახელად მაქსი დასაჯეს და თავის საძინებელში ჩაკეტეს. ის ებრძვის მოწყენილობას და ფანტაზირებას იწყებს და ცოტახანში მიხვდება, რომ ოთახი გაქრა. ამის მაგივად მაქსი პატარა ნავში აღოჩნდება, რომელიც უცნობ სანაპიროს მიუახლოვდა

2009
IMDB 6.8
ადაპტაცია
Adaptation

ცნობილი სცენარისტი ჩარლი კაუფმანი შემოქმედებით ჩიხში აღმოჩნდება, როდესაც ჟურნალისტ სიუზენ ორლეანის წიგნის ადაპტაციაზე იწყებს მუშაობას. გრძნობა, რომელიც მას ეუფლება, მუშაობაში ხელს უშლის. ერთხელც, ის გადაწყვეტს, წიგნში ყველაფერი აღწეროს, რაც მის თავს ხდება. მალე ავტორი შეამჩნევს, რომ რეალობა და გამოგონილი სამყარო ერთმანეთში საოცარი სისწრაფით ირევა. (ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმი)

2002
IMDB 7.7
სირიანა
Syriana

რობერტ ბაიერი - ცენტრალური დაზვერვის ვეტერანია, რომელმაც 21 წელი გაატარა სააგენტოში. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში ტერორიზმს ებრძოდა. მაგრამ, ”ცივი ომის” დამთავრების მერე, როდესაც ტერორიზმის საშიშროება გაიზარდა, ცენტრალურმა დაზვერვამ გააჩერა ახლო აღმოსავლეთში პროექების ფინანსირება და ამის შედეგად დაკარგა კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონში. ბრძილა ახალი ძალით იწყება და პირადულ ხასიათს იჩენს, როდესაც ნავთობის კომპანიის მმართველი ბრაიან ვუდმანი ემზადება შეთანხმების დასადებად ერთერთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანის შეიხთან, რომელიც მდიდარია ნავთობით, და, ამავე დროს მას თავის ცოლთან ჯულისთან ერთად სერიოზული საოჯახო ტრგედიის გადატანა უწევს.

2005
IMDB 7
ამერიკული სილამაზე
American Beauty

ლესტერ ბერმენს კრიზისი აქვს. მას პატივს არ სცემენ და არ აფასებენ სამუშაოზე, ბედნიერი ოჯახიდან კი მხოლოდ ლანდი დარჩა. ცოლს კეროლაინს რომანი აქვს სამუშაოს კოლეგასთან, მოწყენილი ქალიშვილი-მოზარდი ჯეინი კი მეზობელი ბიჭითაა გატაცებული, რომელიც ცოტა ხნის უკან ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა. სულიერად დატანჯული ლესტერი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მაგრამ თავისთვის მოულოდნელად მას შვილის თანაკლასელი ანჯელა შეუყვარდება. ეს ანთებული ვნება ლესტერს ძლიერ იმბულს აძლევს ცხოვრებაში. ის გრძნობს ძალების და სურვილების ნაკადს, და მზადაა კვლავ უხაროდეს სილამაზე...

1999
IMDB 8.4
მამაკაცების გარემოცვაში
The Company Men

ფილმი ხალხზეა, რომელთაც ეკონომიკური კრიზისი შეეხოთ. ბენ აფლეკის გმირი ენერგიული კარიერისტის როლშია, რომელსაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. მალევე იგი კარგავს ყველაფერს: ხელფასსაც და ახალ პორშესაც. გმირი გარეთ რჩება. მას მალევე მისი ნათესავი ასაქმებს სამშენებლო ფირმაში.

2010
IMDB 6.8
ამ ბიჭის ცხოვრება
This Boy's Life

კეროლაინს ქმარი შორდება და მდიდარი ქალი მოყავს ცოლად. ის მიემგზავრება და თან მიყავს უფროსი ვაჟი, რის შემდეგაც აღარასოდეს ინტერესდება ძველი ოჯახის პრობლემებით. უდარდელი კეროლაინი კი, უმცროს ვაჟთან ერთად, უკეთესი მომავლის იმედით, სამოგზაუროდ მიდის. ბედი მას სასიამოვნო და თავაზიან დუაიტს ახვედრებს. და კეროლაინი კვლავ თხოვდება. მაგრამ ოჯახის ახალი უფროსი ტირანი და დესპოტი აღმოჩნდება, რის გამოც მათი ცხოვრება დიდ კოშმარად გადაიქცევა.

1993
IMDB 7.3
მკვლელობის დროა
A Time to Kill

ჯონ გრიშემის რომანის ეკრანიზაცია. მისისიპის შტატში თეთრკანიანებმა გააუპატიურეს და მიატოვეს არასრულწლოვანი შავკანიანი გოგონა. მამამისს არ აქვს თეთრკანიანთა მართლმსაჯულების იმედი და თავად სჯის სიკვდილით დამნაშავეებს. მის დაცვას ახალგაზრდა იურისტი იღებს თავზე, მიუხედავად იმისა რომ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც ამის გამო სერიოზული პრობლემები ექმნება. მოულოდნელად მის დასახმრებლად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა მოდის.

1996
IMDB 7.4
ოჯახური ცხოვრება
Married Life

სან-ფრანცისკო, 1949 წელი. სამაგალითო მეოჯახეს სხვა ქალი შეუყვარდება. ის აპირებს ოჯახიდან წასვლას. რადგანაც არ სურს ცოლი დაამციროს განქორწინებით– მის მოკვლას გადაწყვიტავს

2007
IMDB 6.3