Sydney Sweeney
ერთხელ ჰოლივუდში
Once Upon a Time… in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

2019
IMDB 7.7
ვერცხლის ტბის ქვეშ
Under the Silver Lake

მარტოხელა სემი იდუმალ, ლამაზ ქალს ხვდება, რომელიც მის შენობაში განთავსებულ აუზში ცურავს. მეორე დილით, როდესაც ქალი მოულოდნელად უჩინარდება, სემი ლოს ანჟელესში მიემართება, რათა ფარდა ახადოს გაუჩინარების მიღმა დამალულ საიდუმლოს, ძიების პროცესში კი სკანდალითა და შეთქმულებით გარემოცულ სამყაროში უფრო და უფრო ეფლობა.

2018
IMDB 6.4
პალატა
The Ward

კრისტენი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობას გადის. მის გარდა იქ კიდევ 4 გოგონაა. ღამ-ღამობით მათ საშინელი ხმები ესმით და ხვდებიან, რომ ისინი მარტოები არ არიან. გოგონები მიყოლებით უჩინარდებიან და კრისტენისთვის ნათელი ხდება, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცეს იქიდან. ხმების ნამდვილი წარმომავლობა მეტად საზარელია, ვიდრე თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს.

2010
IMDB 5.6