Charles Green
უარი შეუძლებელია
Irresistible

დემოკრატი ორგანიზატორი ეხმარებს პენსიაზე გასულ ვეტერანს მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ამერიკის კონსერვატორული მიდვესტის ერთერთ ქალაქში.

2020
IMDB 6.2
უსიამოვნო მოგზაურობა
Bad Trip

ორი მეგობარი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და ოინებს უწყობს ადამიანებს ფარული კამერების საშუალებით.

2020
IMDB 6.4
ჯუმანჯი 3: შემდეგი საფეხური
Jumanji: The Next Level

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

2019
IMDB 6.7
ექიმი ძილი
Doctor Sleep

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.

2019
IMDB 7.5
ჯადოსნური საათების სახლი
The House with a Clock in Its Walls

პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.

2018
IMDB 6.1
გადარჩენილები: ბნელი ძალა
The Darkest Minds

მას შემდეგ რაც ამერიკელი ბავშვების 98 პროცენტს დაავადება მოკლავს, გადარჩენილი 2 პროცენტი, რომელსაც სუპერშესაძლებლობები აღმოაჩნდება, სპეციალურ ბანაკებში მიჰყავთ. 16 წლის გოგონა გარბის ასეთი ბანაკიდან და უერთდება სხვა მოზარდების გუნდს, რომელიც მთავრობას ემალება.

2018
IMDB 5.6