ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

Roderick Hill
მომხიბლავი ისტორია მე-20 საუკუნეში ფაშიზმის წარმოშობის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს პატარა ამერიკელი ბიჭის ბედზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში 1918 წელს. ბიჭის მშობლები მონაწილეობას ღებულობენ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შექმნაში. პატარა გმირი მოწმე ხდება მრავალი მოვლენის, რომლებიც გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობაზე, მაყურებელი იხილავს გენიალური, მაგრამ საშინელი პიროვნების დაბადებას.
ფილმი მოგვითხრობს ქურდზე, რომელიც ინგლისის კორუმპირებულ ტახტს უპირისპირდება. ის ძარცვავს მდიდრებს და ეხმარება ღარიბებს. თავისი სიმამაცითა და გამორჩეული საბრძოლო უნარებით, ხალხის შთაგონების წყარო ხდება აჯანყების დასაწყებად. რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს თან ახლავს უმშვენიერესი სიყვარულის ისტორიაც...
მწერალი გაბრიელ-სიდონი კოლეტის ბიოგრაფიული ისტორია. XIX საუკუნე. ახალგაზრდა გოგონა კოლეტი, მის ფრანგ ქარიზმატულ და ავტორიტეტულ მეუღლესთან ვილისთან ერთად სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს ვილი გაიგებს, რომ კოლეტი მოთხრობებს წერს და მათი საკუთარი სახელით გამოქვეყნებას გადაწყვეტს. მალე ვილი დიდებას მოიპოვებს და პარიზული ბოჰემის ნაწილი გახდება. კოლეტი მარტო რჩება, თუმცა გოგონა ჩრდილიდან გამოსვლას, სოციალური და სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლას, და დიდების მიღწევას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტს…