ჯონ კორბეტი
ყველა ბიჭს: პ.ს ისევ მიყვარხარ
To All the Boys: P.S. I Still Love You

თინეიჯერული მელოდრამის “ყველა ბიჭს, რომლებიც მიყვარდა” სიქველი, მორცხვი სკოლის მოსწავლე-გოგონას, ლარა ჯინის შესახებ, რომელიც თავის შეყვარებულებს წერილებს წერდა, მაგრამ მათ არასდროს აგზავნიდა. ლარა და პიტერი ერთმანეთს ოფიციალურად ხვდებიან. ისინი შეყვარებული წყვილები არიან. და სანამ ჯინი პიტერთან ერთად პირველ რომანტიკულ მოვლენებს განიცდის, როგორიცაა პირველი ნამდვილი კოცნა, პირველი ნამდვილი პაემანი და, პირველი ვალენტინობის დღე, გოგონას ცხოვრებაში მოულოდნელად მისი ერთ-ერთი ძველი სასიყვარულო წერილის მიმღები, ჯონ ემბროუზი ბრუნდება, რაც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ახლა სერიოზული დილემის წინაშე მდგარმა, ახალგაზრდა გმირმა რთული საკითხი უნდა გადაწყვიტოს და საკუთარ თავს უპასუხოს: შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორ ბიჭთან შეხვედრა?

2020
IMDB 6.1
47 მეტრი ქვემოთ 2: გალიიდან გამოშვებული
47 Meters Down: Uncaged

2017 წლის ფილმის «47 მეტრი ქვემოთ» სიქველი, რომელიც 5 ახალგაზრდა მყვინთავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის წინ წყლის ქვეშ მოქცეული ძველი ქალაქის ნანგრევების შეშასწავლად გაემგზავრებიან. მაგრამ ჩაყვინთვის პროცესში ირკვევა, რომ ამ ნანგრევებში ისინი მარტო არ არიან. ახალგაზრდა გმირებზე საშინელი ნადირობა იწყება და მალე მათი დაგეგმილი გართობა კოშმარად გადაიქცევა — ახლა სასოწარკვეთილ მყვინთავებს სისხლისმსმელი ზვიგენებისგან თავის დაღწევა და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ

2019
IMDB 5
თანამედროვე დედიკო
Raising Helen

დის ტრაგიკული დაღუპვის მერე ჰელენს სამი დისშვილის მოვლა ეკისრება : თინეიჯერ ოდრის, ათი წლის კენისა და სულ პაწაწინა სარას. იყო სამოდელო სააგენტოს დირექტორის დამხმარე არც ისე ადვილია, ”ციდან ჩამოვარდნილ ნათესავებს” მოვლა კი კიდევ უფრო ძნელია. ყველაფერს ართულებს მოულოდნელად გაღვივებული რომანი ადგილობრივ პასტორთან.

2004
IMDB 6
სიჩუმე
The Silence

საშინელმა არსებებმა, რომლებიც ადამიანებზე ხმაზე დაკვირვებით ნადირობენ,შესაძლოა მსოფლიოს დაესხნან თავს. თინეიჯერი გოგონა და მისი ოჯახი თავშესაფარს ქალაქგარეთ ეძებს, სადაც შემთცხევით საიდუმლო კულტს გადაეყრებიან.

2019
IMDB 5.3
ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა
To All the Boys I've Loved Before

ლანა ჯინის წარმოსახვაში არსებული სასიყვარულო ცხოვრება რეალობად იქცევა, როდესაც მისი პირადი სასიყვარულო წერილები, რომლებსაც იგი იმ ბიჭებს წერდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, გასაჯაროვდება...

2018
IMDB 7.4
ჩრდილოეთის ირმის დაბრუნება
Prancer Returns

ფილმში აღწერილია პატარა ჩარლის ისტორია.მისი ოცნებაა მამასთან მიჩიგანში გაქცევა.შინ დაბრუნებისას ჩარლი ორ ირემს დაინახავს ,ერთი მძიმეთ დაჭრილი იყო და ჩარლი მის დახმარებას ცდილობს

2001
IMDB 5.8
რამონა და ბიზუსი
Ramona and Beezus

ფილმი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრშია ორი და - პატარა რამონა და მისი უფროსი და ბეატრისი ზედმეტსახელად ბიზუსი. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც მათი მამა, რობერტი შემცირებაში ყვება. ნათესავებს შორის ურთიერთობები იძაბება.

2010
IMDB 6.7
ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი 2
My Big Fat Greek Wedding 2

პორტოკალოების ოჯახის თავგადასავალის გაგრძელება. 2002 წლის კომედიის ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის მეორე ნაწილი.

2016
IMDB 6.1
ბიჭი მეზობლად
The Boy Next Door

ქმარს გაშორებული ქალის და არასრულწლოვანი მეზობელი ბიჭის ურთიერთობები შორს წავიდა...

2015
IMDB 4.6
ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი
My Big Fat Greek Wedding

აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. მის რეგულარული ღამის კოშმარი - უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან

2002
IMDB 6.6
აიმაღლე შენი ხმა
Raise Your Voice

ახალგაზრდა პროვინციელი გოგონა ტერი ფლეტჩერი ეკლესიაში გალობს, და ოცნებობს მომღერალი გახდეს. უფროსი ძმა მას არწმუნებს, რომ მან ხმა სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოს და მიღწეულზე არ გაჩერდეს. პოლის ტრაგიკული სიკვდილის მერე მამის წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა ლოს-ანჟელესში მიემგზავრება. სადაც ზაფხულის განმავლობაში, მან სერიოზული გამოსარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს, პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში მოსახვედრად. ამისათვის კი მთავარია თავი გამოიჩინოს მრავალ ნიჭიერ კონკურენტის შორის

2004
IMDB 5.9
წარგზავნილები
The Messengers

სოლომონის ოჯახი ჩიკაგოდან მიდის ჩრდილოეთ დაკოტაში, განმარტოვებულ ფერმაში საცხოვრებლად. 16 წლის ჯესი მალევე ხვდება, რომ ეს განმარტოვება აუტანელი გახდება მისთვვის. ფერმაში დასახლების შემდეგ, მალევე, ჯესის და მის 3 წლის ძმას ბენს საშინელი მოჩვენებები ეცხადებათ, რომლებსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.

2007
IMDB 5.4
ვულკანი
Volcano

ლოს–ანჯელესმა უამრავი სტიქიური უბედურება გამოიარა: მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა. მაგრამ ახლა \"ანგელოზების ქალაქს\" მოუწევს ყველაზე საშინელი კატასტროფის გადატანა, რომელიც ქალაქს მოსპობით ემუქრება... ლოს–ანჯელესის ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მოულოდნელად ამოქმედდა ვულკანი. გავარვარებულმა ლავამ ქუჩებში შემოაღწია... მაგრამ როგორც ყოველთვის, გმირი დროულად გამოჩნდება – ამჯერად სტიქიური უბედურობის დროს სამაშველო სამსახურის მამაცი ოფიცრის სახით, რომელიც სათავეში ჩაუდგება სტიქიასთან ბრძოლას...

1997
IMDB 5.4
ფრთხილად, ბავშვი!
Baby on Board

ამბიციური საქმიანი ქალის - ანჯელას ამბავი, რომელსაც ზედმეტად მომთხოვნი ბოსი ჰყავს. როდესაც ანჯელა დაუგეგმავად ფეხმძიმდება თავისი კარიერის პიკზე,მისი ცხოვრება თავდაყირა დგება..

2009
IMDB 4.2