Steve Routman
აბე
Abe

ბრუკლიმში მცხოვრები თორმეტი წლის აბე – დამწყები მზარეულია, რომელსაც სურს, რომ მისმა კულინარიამ ადამიანები გააერთიანოს, მაგრამ მის ნახევრად ებრაულ და ნახევრად პალესტინურ ოჯახს ერთად არასოდეს უჭამია საჭმელი, რომელიც ჩხუბით არ დასრულებულა. როდესაც აბე თავის ტრადიციულ საზაფხულო ბანაკს მიატოვებს და აფრო-ბრაზილიელ ავანტიურისტ ქუჩის შეფ-მზარეულთან, ჩიკოსთან ოჯახისგან მალულად დაიწყებს მუშაობას, ის აბეს კერძების საშვალებით ოჯახის გაერთაონებას შთააგონებს. შედეგად, ახალგაზრდა გმირი საჭმლის მომზადებით ოჯახის მაგიდასთან გაერთიანებას გადაწყვეტს და, როცა მისი ტყუილი გამოვლინდება, იგი იძულებული გახდება მის ოჯახთან, მის წარსულთან და მის გატაცებასთან იბრძოლოს, და ახლა შეიძლება სიყვარულით მომზადებულმა ოჯახურმა სადილმა ძველი ჭრილობები შეახორცოს. თუმცა, აბე მალე აღმოაჩენს, რომ სამზარეულოს არ შეუძლია ზოგიერთი საუკუნოვან დაპირისპირება შეახორცოს …

2019
IMDB 6.2
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1