ჯეისონ შვარცმანი
კლაუსი
Klaus

ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.

2019
IMDB 8.4
სასტუმრო "შევალიე"
Hotel Chevalier

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, წარმოადგენს უეს ანდერსონის "მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით" გარკვეულ შესავალს.

2007
IMDB 7.3
რაშმორი
Rushmore

მაქს ფიშერი 15 წლის ექსცენტრული სტუდენტია. იგი რაშმორში ყველა შესაძლო კლუბის პრეზიდენტია, სკოლის უთვალავი გუნდის კაპიტანი და გამოუსწორებელი ოროსანია. მაქსს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს, რომლის დროსაც ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა, გარდა ახალგაზრდა მასწავლებლის შეყვარებისა. მაგრამ მას საშიში და გავლენიანი მეტოქე გამოუჩნდა ჰერმანის სახით.

1998
IMDB 7.7
მხიარული ადამიანები
Funny People

ფილმი მოგვითხრობს იუმორის მამაზე, რომელის პოზიტივის მონიჭების უნარიც ყველასთვის ცნობილია. ერთ დღესაც ჩვენი ფილმის მთავარი გმირი გაიგებს, რომ მომაკვდინებელი დაავადება სჭირს...

2009
IMDB 6.3
მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით
The Darjeeling Limited

სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.

2007
IMDB 7.2
მარია ანტუანეტა
Marie Antoinette

14 წლის ასაკში მასია ანტუანეტა საფრანგეთის დოფინს მიათხოვეს. მისი პოპულარობის ხანმოკლე პერიოდი, როგორც ლუდოვიკ მე16 მეუღლის შეიცვლება 1774 წელს ბრალდებით თავქარიანი და ექსცენტრიული ყოფაქცევისთვის უამრავ დღესასწაულზე, რომლებსაც ის თვითონ მართვდა პატარა ქალაქგარეთა კარმიდამოში პატარა ტრიანონში ვერსალის ახლოს (ლუდოვიკ მე–16 საჩუქარი). ფრანგული რევოლუციის რთულ დროს მარია ანტუანეტა შეხვდა მამაცად და ღირსეულად. მისი მყუდრო კავშირები ავსტრიასთან და უცხოური ინტერვენციების მხარდაჭერა იმდენად აშკარა იყო, რომ სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მარია ანტუანეტას განთავისუფლების მცდელობები კრახით დასრულდა. 16 ოქტომბერს 1793 წელს მარია ანტუანეტას, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკ მე–16 მეუღლეს, თავი მოკვეთეს პარიზის ცენტრალურ მოედანზე რევოლუციური ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რომელმაც რამოდენიმე დღეით ადრე მისი მეუღლე ლუდოვიკი დასაჯა სიკვდილით..

2006
IMDB 6.4
სიმონა
S1m0ne

ფილმის გადაღებები ჩაშლის საშიშროების ქვეშაა, როდესაც მსახიობი, რომელიც მთავარი როლზი უნდა შეესრულებინა, უარს განაცხადებს გადაღებებზე. რეჟისორი გადაწყვეტს მის შეცვლას ციფრულ მსახიობად სიმონად, რომელიც კომპიუტერის დახმარებითაა შექმნილი.

2002
IMDB 6.1
გულთა დამპყრობელები
I Heart Huckabees

ჯეფების საოჯახო წყვილმა გადაწყვიტა დეტექტივები გამხდარიყვნენ პირადი ემოციური პრობლემების მოგვარების სფეროში. მათი პირველი კლიენტი – ალბერტ მარკოვსკია, რომელსაც ცნობილ საბითუმო ქსელში მომავალი კარიერის შიშები სტანჯავენ. გამოძიების პროცესში ჯეფები ეცნობიან ალბერტის ახლობლებს და ხვდებიან, რომ მათ ყველას მათი დახმარება ესაჭიროებათ...

2004
IMDB 6.8
ჯადოქარი
Bewitched

ჯადოქარი ცოლად ჩვეულებრივ მამაკაცს გაყვა და ვერაფრით ვერ იკავებს თავს, თავისი ზებუნებრივი ჩვევები რომ არ გამოიყენოს ოჯახში საქმიანობის დროს. პოპულარულმა მსახიობმა ჯეკ უაიტმა გადაწყვიტა, რომ მის შემდეგ ტელესერიალში, მასთან უბრალო გოგონამ უნდა ითამაშოს და არა სუპერვარსკვლავმა. და თავის ტელე-ცოლის როლზე ამოარჩია იზაბელი(ნიკოლ კიდმანი). მაგრამ არავინ იფიქრებდა, რომ იზაბელი სინამდვილეში აღმოჩნდება ალქაჯი...

2005
IMDB 4.8
სავსე მთვარის სამეფო
Moonrise Kingdom

მეოცე საუკუნის 60-იანი წლები. ბოისკაუტების ბანაკიდან გაუჩინარებული ბიჭისა და გოგონას საპოვნელად პირადი პრინციპების მკაცრი დამცველი შერიფი მთელს ქალაქში მათ ფართომაშტაბიან ძიებას იწყებს. დაკარგული გოგონას დედა ისტერიკაში ვარდება, მამა კი თითქოს რაღაცას მალავს… ამ დროს კი ვიღაცას პირველი სიყვარული ეწვია…

2012
IMDB 7.8
გამყიდველი გოგონა
Shopgirl

ყოველი გამყიდველი გულში კონკიაა. მას უნდა კი არ გაყიდოს ლამაზი ნივთები, არამედ ყიდულობდეს მათ. ერთხელ ახალგაზრდა მირაბელს, რომელიც დიდ მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობს, შანსი ეძლევა სხვაგვარი ცხოვრების გემო გაიგოს: მის გულის მოგებას შეძლებული რეი სცდილობს. მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი ძალიან სიმპატიური, მაგრამ მოსულელო ჯერემი...

2005
IMDB 6.4
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
The Grand Budapest Hotel

ფილმი მოგვითხრობს ერთ საკმადო საინტერესო ისტორიას გრანდ ჰოტელ ბუდაპეშტზე და მის პერსონალზე. სასტუმროს უფროსი მსახური გამოირჩევა თავისი კლიენტების მიმართ ყურადღებიც რის შედეგადაც სასტუმროს ერთერთი კლიენტი ანდერჩით დაუტოებს მას უძვირფასეს ნახატს...

2014
IMDB 8.1
მისტერ ბენქსის გადარჩენა
Saving Mr. Banks

ფილმი მოგვითხრობს \"მერი პოპინსის\" მხატვრული ფილმის გადაღების ისტორიას…

2013
IMDB 7.5
სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ
Scott Pilgrim vs. the World

სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგონა იპოვნა. მაგრამ მის გზაზე ერთი პრობლემაა გადასალახი: გოგონასთან შესახვედრად, მან, მის შვიდ ყოფილ შეყვარებულს უნდა აჯობოს...

2010
IMDB 7.5
დიდი თვალები
Big Eyes

ფილმი მოგვითხრობს ერთი გენიალური მხატვარი ქალის და მისი თაღლითი ქმრის ისტორიას. ჩვენ ვიხილავთ ქალს რომელიც მისი პიროვნული და ეკონომიური სისუსტის გამო საკუთარი ნახატების წარდგენის საშუალებას ქმარს მისცემს რომელსაც ძალიან მოეწონება ის სახელი დაფუფუნება რასაც მისი ცოლის ნახატები მოუტანს…

2014
IMDB 7
შეუდარებელი მისტერ ფოქსი
Fantastic Mr. Fox

გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვიტავენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ

2009
IMDB 7.8