ჰენრი ადვოკატია, რომელიც გადარჩა დაჭრის შემდეგ, თუმცა მას აღარაფერი ახსოვს.მან თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება.საბედნიეროდ ჰენრის მოსიყვარულე ცოლი და ქალიშვილი ეხმარება

Annette Bening
სენატის იდეალისტური თანამშრომელი დენიელ ჯეი ჯონსი, მისი უფროსის დავალებით აწარმოებს გამოძიებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკავებისა და დაკითხვის პროგრამის 9/11-ე პოსტზე, როდესაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებას აღმოჩენს.
ახალგაზრდა ნიუ-იორკელი წყვილის სიყვარულის ისტორია რომელიც ასახავს კოლეჯში დაწყებული ურთიერთობის რომანში გადაზრდას, შემდგომ ქორწინებას და პირევლი ბავშვის დაბადებას. მათი თანაცხოვრება სხვადასხვა კონტინენტებზე ათწლეულებს ითვლის, რაც მეტ ხიბლს სძენს ლამაზ სასიყვარულო ამბავს.
ახალგაზრდა, მაგრამ წარმატებული მწერალი განიცდის შემოქმედებით და სულიერ ტანჯვას. ახალი რომანი არ გამოდის, მუზა არ მოდის და საერთოდ არც გოგონებთან ურთიერთობაში უმართლებს. იგი მთელს დარჩენილ ფანტაზიას მოიკრებს და წარმოსახვაში შექმნის გოგონას, რუბი სპაკს - ფრიადოსანს, ლამაზს, სპოტსმენს , ერთი სიტყვით იდეალურ გოგონას. ერთი კვირის შემდეგ იგი ზუსტად ესეთ გოგონას საკუთარ დივანზე აღმოაჩენს...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც შეუყვარდება მილიონერი ჰოვარდ ჰიუსი.
კომედია და-ძმის შესახებ, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდნენ და დედებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ მშვენიერ დღეს მათ გადაწყვიტეს დაადგინონ თუ ვინაა მათი მამა.
სამი ქალის ისტორია, რომელმაც შეისწავლა სიყვარული და თავისუფლება სამხრეთ კალიფორნიაში 1970-იან წლებში.
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად "Bugsy" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა..
ლესტერ ბერმენს კრიზისი აქვს. მას პატივს არ სცემენ და არ აფასებენ სამუშაოზე, ბედნიერი ოჯახიდან კი მხოლოდ ლანდი დარჩა. ცოლს კეროლაინს რომანი აქვს სამუშაოს კოლეგასთან, მოწყენილი ქალიშვილი-მოზარდი ჯეინი კი მეზობელი ბიჭითაა გატაცებული, რომელიც ცოტა ხნის უკან ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა. სულიერად დატანჯული ლესტერი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მაგრამ თავისთვის მოულოდნელად მას შვილის თანაკლასელი ანჯელა შეუყვარდება. ეს ანთებული ვნება ლესტერს ძლიერ იმბულს აძლევს ცხოვრებაში. ის გრძნობს ძალების და სურვილების ნაკადს, და მზადაა კვლავ უხაროდეს სილამაზე...
ნარკოტიკის მკურნალობის კურსის შემდეგ ცნობილი კინომსახიობი იძულებულია იცხოვროს თავის ალკოჰოლიკ დედასთან, რომელიც აგრძელებს დამოკიდებულებას თავის ქალიშვილებთან, როგორც ადრე, როცა ისინი პატარები იყვნენ. სიტუაციას ამძიმებს მისი პირადი ცხოვრება, მაგრამ ფილმის გმირი თავის თავში პოულობს ძალებს.
შოდერლო დე ლაკლოს რომანის, \"სახიფათო კავშირების\", შესანიშნავი ეკრანიზაცია - სიყვარულის, მეტოქეობის და შურისძიების შესახებ.
1939 წელს გადაღებული ფილმის თანამედროვე ვერსია.ისტორიის სათავეში მდიდარი ქალბატონია,რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობაზე რომელიღაც გამყიდველთან და ასევე მის უამრავ ყოფილ და ამჟამინდელ საყვარლებზე...
ჩვენს პლანეტას უგულო მწვანე მარსელები დაესხნენ თავს. ვაშინგტონი, ლას-ვეგასი და ბევრი სხვა ქალაქი თითქმის განადგურებულია. ამერიკის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მეთაურებს ზომების მიღებას თხოვს, მაგრამ მათი აზრი ორადაა გაყოფილი. გენერალი დეკერი თვლის, რომ მათ უნდა შეუტიონ ყველა შესაძლო მეთოდით, გენერალი კეისი კი მშვიდობიანი შეთანხმების მომხრეა. მოვლენების მომდევნო განვითარებამ უნდა გვიჩვენოს რომელი მათგანია მართალი.
დრამა მოგვითხრობს 50 წლის ქალბატონზე, რომელმაც თავისი შვილი 35 წლის წინ გააშვილა. მისი შვილი შავკანიანმა ქალმა იშვილა.
ამერიკის პრეზიდენტი ენდრიუ შეფერდი არის ახალგაზრდა, ენერგიული მამაკაცი, რომელიც ხელმეორედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და გამარჯვების დიდი შანსიც აქვს, მაგრამ მისი ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც ის გაიცნობს ულამაზეს სიდნი უეიდს, რომელიც გლობალური გარემოს დაცვის საბჭოში ლობისტად მუშობს და სტუმრობს თეთრ სახლს…