ამანდა კრიუ
ყველაზე საშიში
Target Number One (Most Wanted)

ფილმში მოქმედება 1989 წელს მიმდინარეობს, სიუჟეტი კი კანადელი მწერლის გარშემო ვითარდება რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ეჭვმიტანილის დაკავებას იძიებს ტაილანდში.

2020
IMDB 6.1
მახინჯები
Freaks

ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება…

2019
IMDB 6.7
გიჟური სიყვარული
Crazy Kind of Love

ავგუსტის ოჯახი ინგრევა მას შემდეგ, რაც გააგდებს თავის ქმარს სახლიდან ინტრიგის გამო. მაგრამ მალე ოჯახის ცხოვრებაში შემოიჭრება ბეტი, ერთ-ერთი ვაჟის შეყვარებული, რომელიც თავდაყირა დააყენებს მათ ცხოვრებას და გამოიყვანს კომაში მყოფ ოჯახს მდგომარეობიდან.

2013
IMDB 5.9
რბოლა
Race

ჯესი ოუენსენის ისტორია იმის შესახებ, თუ რისი გადატანა მოუწია 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად.

2016
IMDB 7.1
მოჩვენებები კონექტიკუტში
The Haunting in Connecticut

ოჯახის ისტორია, რომელიც იმ კლინიკასთან ახლოს გადავიდა, სადაც მათ შვილს სიმსივნეზე მკურნალობენ. ისედაც ხელმომჭირნე ოჯახი აღმოაჩენს, რომ მათი ახალი სახლი ბნელ საიდუმლოებებს მალავს. ოჯახი დახმარებისთვის მოჩვენებებზე მონადირეებს და კათოლიკურ ეკლესიას მიმართავს.

2009
IMDB 5.9
სექსდრაივი
Sex Drive

თვრამეტი წლის უფროსკლასელი იენ ლაფერტი დაიღალა თავისი უფროსი ძმის რექსის დაცინვებისგან. მისი 14 წლის ძმა სასიყვარულო ფრონტზე მასზე ბევრად წარმატებულია, სამუშაოზე, სასადილოში მას ასევე ამცერებენ. ყველაფერთან ერთად კი კოლეჯში ჩაბარების დრო ახლოვდება, ის კი ისევ ვაჟიშვილია. სიტუაციის გამოსწორების მიზნით ის ინტერნეტში მომხიბვლელ ქერა გოგონას გაიცნობს, რომელიც ოცნებობს მასთან შეხვედრაზე.

2008
IMDB 6.6
ნამდვილი მამაკაცი
She's the Man

17 წლის ვიოლა ფეხბურთს ნებისმიერ ბიჭზე უკეთესად თამაშობს. როდესაც გოგონების ვარჯიშები გაუქმდა, მან გიჟური ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და თავის თავს ტყუპ-ძმად სახელად სებასტიანი ასაღებს. ბიჭის ცხოვრებით ცხოვრებისას, ვიოლას თავისი ოთახის მეზობელი უყვარდება, რომელიც თავის მხრივი შეყვარებულია სტუდენტ ოლივიაზე, ოლივია კი ვიოლათია მოხიბლული. გადამწყვეტი მატჩის დროს ვიოლას ერთი რამ რჩება დაამტკიცოს, რომ ის - ნამდვილი მამაკაცია.

2006
IMDB 6.4
საბოლოო დანიშნულება 3
Final Destination 3

მოზარდები ადგილობრივ გასართობ პარკში მიდიან. ამერიკული მთების ატრაქციონზე ერთერთ გოგონას ნერვიული შეტევა ემართება - ის ირწმუნება, რომ მალე მოხდება ტრაგედია, რომლის გამოც შესაძლებელია ყველანი დაიღუპონ.

2006
IMDB 5.8
ჯობსი
jOBS

ის იყო ახალგაზრდა, ლამაზი და ძალიან ნიჭიერი. ნულიდან დაწყებით, მან შეძლო ცდუნების მსოფლიო იმპერიის აშენება. მასზე ოცნებობდნენ ქალები. მისი შურდათ მამაკაცებს. მან აცდუნა მილიონები. მას ერქვა სტივ ჯობსი…

2013
IMDB 5.9
ედელინის ასაკი
The Age of Adaline

ფილმის სიუჟეტის მიხედვით მთავარი მოქმედი გმირი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და უკვე 100 წელია ცოცხლობს და არც ბერდება. ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად მან ვერ მოძებნა საყვარელი ადამიანი. მაგრამ, აი გამოჩნდა ის მამაკაცი, რომლის გამოც ადალინი მზადაა გახდეს მოკვდავი...

2015
IMDB 7.3