კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

მაიქლ მედსენი
თითქოსდა შემთხვევით დაღუპული ვეშაპის დაზღვევის მისაღებად, ოკეანარიუმის მფლობელები გადაწყვიტავენ მოკლან სამტონიანი კასატკა, სახელად ვილი. მაგრამ მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგანაც ვილის 12 წლის მეგობარი ჯესი ჰყავს.
უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ორ ბანკის მძარცველზე.სრული ჯარის ეკიპირებით და AK-47 იარაღით ,ცეცხლ უხსნიან 200-ზე მეტ პოლიციელს
სეიფების პროფესიონალი გამტესხავი დოკ მაკკოი დაეხმარა ახალგაზრდა მექსიკელ დამნაშავეს ციხედან გაქცევაში, ბიჭი ბიძიასთან მიიყვანა, მაგრამ ვერ იგრძნო საიდან იმუქრებოდა ნამდვილი საფრთხე, და შედეგად თვითონ აღმოჩნდა ციხეში. ცოტა ხნის შემდეგ კეროლ მაკკოი, დოკის ცოლი, დაუწვა მოღალატე ინსპექტორ ჯეკ ბენიონს, და ის დაეხმარა დოკს ნაჩქარევ განთავისუფლე ბაში. თუმცა ჯეკს სხვა გეგმები აქვს დოკის და კეროლის მიმართ: შანტაჟისტი ბენიონის ზეგავლენით მეუღლეებმა ბანკი უნდა გაძარცვონ.
ფილმის მოქმედება სამოქალაქო ომიდან 6, 8 ან 12 წლის შემდეგ ხდება, ეტლი ზამთრის ცივ და სუსხიან გზაზე მიქრის, მისი მგზავრები თავებზე მონადირე ჯონ რუთი და მისი პატიმარი დეიზი დომერგი მიდიან ქალაქში, სადაც ჯონი დეიზის მართლმსაჯულებას გადასცემს. გზად ისინი ორ უცხო ადამიანს შეხვდებიან: თავებზე მონადირე მაიორ მარკის ვორენსა და კრის მენიქსს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალაქის ახალი შერიფია. ისინი მიადგებიან ადგილს სახელად: მინის გალანტერეა, სადაც მეპატრონის ნაცვლად ოთხი უცხო ადამიანი დახვდებათ. ესენი არიან: ბობი, რომელიც მეპატრონის მოვალეობას დროებით ასრულებს, ჯალათი ოსვალდო მობრეი, კოვბოი ჯო გეიჯი და გენერალი სენფორდ სმიზერნი. როდესაც მთებს შტორმი მოადგება რვა მოგზაური მიხვდება, რომ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ…
ტარა რეიდი, ეშტონ ქატჩერი, მაიქლ მედსენი, დევიდ კეჩნერი, ჯონ აბრაჰამსი, ენდი რიხტერი, ქარმენ ელექტრა, ტერენს სტემპი, ჯეფრი ტემბორი, მოლი შენონი, ქენან თომფსონი, ტაილერ ლებინი, პატრიკ კრეშნო, მარკა ისბეტი, რაიან ცვიკი
ეს იდეალური დანაშაული უნდაგამხდარიყო. კრიმინალურმა ბოსმა ჯო კებოტმა საიუველირო მაღაზიის გაძარცვის გეგმა შეადგინა,შეაგროვა ექვსი გამოცდილი და ერთმანეთისთვის უცნობი დამნაშავე. მაგრამ თავიდანვე ყველაფერი უკუღმა წავიდა, და ჩვეულებრივი ძრცვა სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა. გადარჩენილი დამნაშავეები ერთი მეორეს მიყოლებით გროვდებიან დათქმულ ადგილას - მივიწყებულ საწყობში. ორი მათგანი მოკლულია, ერთი მძიმედაა დაჭრილი. და იმათმა იციან, რომ მათ შორის მოღალატეა, რომელმაც ისინი ჩაუშვა პოლიციას...
კლასიკური ფილმი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის და სექს-სიმბოლოს ჯიმ მორისონის შესახებ. მისი ჯგუფ \"დორზის\" და 60-იანი წლების შესახებ. ეს იყო თავისუფლებისკენ სწრაფვის და როკ-ენ-როლის გამაოგნებელი პოპულარობის წლები.
ნიუ-იორკი, 1978 წელი. ფედერალური ბიუროს აგენტი ჯო პისტონე ახალ დავალებას ღებულობს: ბრუკლინის ერთერთ დამნაშავეთა დაჯგუფებაში ჩაინერგოს განგსტერული ბანდების მოქმედებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად. ის იძულებულია დაივიწყოს თავისი ნამდვილი სახელი, გაწყვიტოს ყველა მეგობართან და ნათესავთან ურთიერთობა, რადგან ის ახლა - დონი ბრასკოა. მის საუკეთესო მეგობარი ხდება ხანში შესული მაფიოზი, რომელსაც ესაჭიროება ახალგაზრდა თანაშემწე. მას სჯერა დონისი და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებს. დონი გრძნობს თავის დაუსჯელობის და ხვდება: როგორც არ უნდა ჩაეთრია ახალ ცხოვრებას, რომელიც მას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს, უკან დაბრუნება ჯერ გვიანი არა. საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი გააკეთო და უღალატო იმას, ვინც მისი ნამდვილი მეგობარი გახდა.
ის იყო მებრძოლი ელიტარულ დაქირავებული მკვლელების რაზმში, სადაც \"შავი მამბას\" სახელით იყო ცნობილი ... მაგრამ ჯგუფის წევრები გაუსწორდნენ მას თავისივე ქორწილში, მოკლეს ვერემონიალის ყველა მონაწილე, არდაბადებული \"მამბას\" ბავშვიც... შავი მამბა ბედისწერის წყალობით გადარჩა ცოცხალი. კომიდან ოთხი წლის შემდეგ გამოსულმა, გაიხსენა ყველაფერი და შურისძიება გადაწყვიტა ...
წმინდა მთების წიაღში ინდოელების თქმულებით არსებობს საიდუმლო ოქროს მაღარო... მაიკ ბლუბერი გაემგზავრა მის მოსაძებნად, ის სცდილობს დაასწროს ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას...
ფილმი \"ცოდვილთა ქალაქი\" არის ფრენკ მილერის იგივე სახელწოდების რომანის სერიებზე დაფუძნებული თანამედროვე შავ-თეთრი კრიმინალური თრილერი. ფილმი ძირითადად მილერის სამ ნამუშევარს ეფუძნება: \"მტკივნეული დამშვიდობება\", ისტორია გულდამძიმებულ კაცზე, რომელიც მისი საყვარელი ქალის მკვლელს ეძებს; \"დიდი სქელი მკვლელობა\", რომელიც გადმოგვცემს მეძავეებისა და ვაჭრების დაჯგუფებებს შორის ქუჩის ომების ისტორიას; \"ყვითელი ნაბიჭვარი\" - უკვე ხანშიშესული პოლიციელის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ქალს გროტესკულად დასახიჩრებული სერიული მკვლელისგან იცავს.