მო დაიმონდს, ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც მილიონობით დოლარი აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება. უამრავ კითხვაზე პასუხს ქუჩებში ხეტიალში ეძებს, იქ კი მოძალადე და თაღლით პოლიციელებს უნდა დააღწიოს როგორმე თავი.

ჯონ ჩენატიემპო
„ჯოკერი“ მოგვითხრობს საკულტო შურისმაძიებლის წარმომავლობასა და მისი ასეთად ჩამოყალიბების პირველმიზეზების შესახებ და წარმოადგენს ორიგინალურ, სრულიად განსხვავებულ ისტორიას, როგორიც დიდ ეკრანზე ჯერ არ გასულა. რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ დახატული არტურ ფლეკი (ხოაკინ ფენიქსი), კაცი, რომელიც საზოგადოებამ შერისხა, არა მარტო ასეთი პერსონაჟის გაბედული შემოთავაზებაა, არამედ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, სიფრთხილისკენ მოწოდებაც.
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
მძღოლი, რომელიც დამნაშავეთა დაჯგუფებებზე მუშაობს, წარუმატებელი ძარცვის შემდეგ იძულებულია გაიქცეს, მოპარული ფულით სავსე მანქანით.
მაშველთან გუნდი წყნარი ოკეანის სანაპიროზე მუშაობს. ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს. მთავარი მაშველი და მისი დამხმარე გაიგებენ, რომ მათი სანაპირო გაუჩინარების საფრთხის ქვეშაა. მსხვილი ნავთობკომპანია ფინანსური ინტერესების გამო სანაპიროს სხვა დანიშნულებით ამოყენებას აპირებს.
ნიუ-იორკის კრიმინალური სამყაროს ლორდის მარჯვენა ხელი სინამდვილეში შურისძიებას გეგმავს ბოსსზე, რადგან მან ახლობლები მოუკლა.
ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს შემაშფოთებელ და აუხსნელ სერიულ დანაშაულობებს. ერთ-ერთი პოლიციელთაგანი დასახმარებლად ეგზორციზმის სპეციალისტს მიმართავს, რომ ქალაქი ეშმაკის თავდასხმისგან იხსნას.
არტურ ბიშოპს დიდიხანია მისი მკვლელობებით აღსავსე ცხოვრება დავიწყებული აქვს, მაგრამ მას მოუწევს დაუბრუნდეს წარსულ ცხოვრებას, როდესაც მის სიყვარულს მოიტაცებენ. მის გამოსახსნელად კი სამი მკვლელობის ჩადენაა საჭირო, ისე რომ ყველას უბედური შემთხვევა ეგონოს.
პოლიციის აკადემიის ორი საუკეთესო სტუდენტი ორი სხვადასხვა ბარიკადის მხარეს აღმოჩნდენ: ერთი მათგანი - მაფიის აგენტია სამართალდამცავ ორგანოებში, მეორე - მაფიის რიგებში შემძვრალი პოლიციის აგენტია. ორივე თავს ვალდებულად თვლან მოწინააღმდეგეს გამოაშკარავებაში და განადგურებაში