სპენსერ გარეტი
სექსსიმბოლო
Bombshell

ფილმი მოგვითხრობს "ფოქს ნიუსის" თანამშრომელ ქალებზე, რომლებიც როჯერ აილსის ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდნენ. როჯერ აილსი ამ სატელევიზიის ქსელის დამფუძნებელი და არქიტექტორი იყო, რომელიც 2016 წელს თანამდებობიდან გადადგა სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო.

2019
IMDB 6.8
ერთხელ ჰოლივუდში
Once Upon a Time… in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

2019
IMDB 7.7
კაზინო ჯეკი
Casino Jack

ფილმი მოგვითხრობს ვაშინგტონის შტატის ლობისტის და მისი პროტეჟეს კორუფციული სქემის შესახებ. ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება.

2010
IMDB 6.2
ბოლომდე
All the Way

ლინდონ ბი ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტი ხდება, საყოველთაო ქაოსის ტალღის შემდეგ, რომელიც ჯონ კენედის მოულოდნელი მკვლელობით იყო გამოწვეული. ფილმში ნაჩვენებია მისი პრეზიდენტობის პირველი 11 თვე. რომელიც მოიცავს, 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებისათვის ბრძოლას, ასევე საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიას. კულმინაცია კი არის ღამე, როდესაც ჯონსონი რეალურად იქნა არჩეული პრეზიდეტად. იგი უკვე აღარ იყო "შემთხვევითი პრეზიდენტი".

2016
IMDB 7.8
გაქცევა შეუძლებელია
No Escape

ახალ სახლში ოკეანის მიღმა, ამერიკული ოჯახი აღმოჩნდება სახელმწიფო გადატრიალების ცენტრში. ისინი ცდილობენ გაქცევას ადგილიდან სადაც უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან…

2015
IMDB 6.9
ჰაკერი
Blackhat

ფილმის სიუჟეტი ვითარდება სამყაროში, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს კიბერტექნიკის სფეროს განვითარება წარმოადგენს..

2015
IMDB 5.4