1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

Richard McCabe
არტურ მილნისა და მისი ვაჟის კრისტოფერ რობინის ისტორია. სწორედ კრისტოფერის სათამაშოებმა შთააგონა მილნი დაეწერა ვინი პუჰის უჩვეულო თავგადასავალი.
პოლკოვნიკი ქეთრინ პოუელი გასაიდუმლოებული ოპერაციის ხელმძღვანელია, მისი მიზანია კენიელი ტერორისტების დაჭერა. თუმცა პოუელი აღმოაჩენს, რომ სამიზნეები თვითმკვლელი ტერორისტები არიან და აფეთქებებს გეგმავენ, ამიტომ ოპერაციის მიზანი დაჭერის მაგივრად მათი მოკვლა გახდება. როდესაც ამერიკელი პილოტი, სტივ უატსი დავალების შესასრულებლად ემზადება, მკვლელობის ზონაში 9 წლის გოგონა მოექცევა…
სურათი მიძღვნილია ლეგენდარულ ჰერცოგინია ჯორჯინა კავენდიში, რომელსაც ხშირად 'პრინცესა დიანა XVIII საუკუნის'. ჰერცოგინია ყოელთვის ყველაზე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, 1784 წლის არჩევნებზე კი იმის პირობაც დადო, რომ აკოცებს ყოველივეს, ვინც მის ახალ პროტეჟეს ჩარლზ ჯეიმს ფოქს მისცემს ხმას
რომანტიკული კომედია მოგვითხრობს ისტორიას წიგნების მაღაზიის მორიდებულ მფლობელზე ნოტინგ ხილში (ლონდონის ერთერთი რაიონი), რომლის ცხოვრება იცვლება იმის მერე, როგორც ერთხელ კინოვარსკვლავი მასთან პატარა წიგნების მაღაზიაში შედის, წიგნის საყიდელად
ჩრდილოეთ კენიაში ტეს კვეილის ცხედარი იპოვეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საზოგადოებაში იყო. მისი კომპანიონი - ექიმი, უკვალოდ გაქრა. ადგილზე ნაპოვნი სამხილები მიუთითებს, რომ მკვლელობა სექსუალურ ნიადაგზეა ჩადენილი.
1806წ. ბრიტანელი კაპიტანი ჯეკ ობრი იღებს ბრძანებას, დაიპყროს ფრანგული ფრეგატი \"აჰერონი\", რომელიც ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაცურავს. დაძაბული სიუჟეტი და სანახაობრივად მდიდარი საბრძოლო სცენები ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.