ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

რიზ აიფენსი
ენი პრუს რომანის ეკრანიზაცია. მამაკაცი ბრუნდება ქალიშვილთან ერთად ნიუფაუნდლენდში თავის ძველ სახლში, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მამაკაცი იწყებს რეპორტიორად მუშაობას, მის მოვალეობაში შედის ადგილობრივ პორტში ხომალდების შემოსვლა-გასვლის დოკუმენტირება.
ბანსკი გრაფიტის მხატვარია, რომლის ნამუშევრების ნახვა ნიუ-ორლეანში შეიძლება ან პალესტინაში. სასამართლოს მხრიდან დევნის თავიდან ასაცილებლად ის ცდილობს ანონიმურობა შეინარჩუნოს და ახერხებს, რომ ფირზე არასოდეს აღიბეჭდოს."სუვენირების მაღაზიიდან გასასვლელი" მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ნამდვილ ამბავს, როგორ ცდილობს პატარა მაღაზიის ექსცენტრიული მფლობელი ბანსკის გამოჭერას.
CIA - თვის მომუშავე, ედვარდ სნოუდენი უმხელს საიდუმლო დოკუმენტებს პრესას.
ნიკი სატანის უმცროსი , ყველაზე გულობრყვილო შვილია. სატანა უკვე 10000 წელია რაც ასრულებს ჯოჯოხეთის პრეზიდენტის მოვალეობას. აქამდე ეს პოსტი ეკავა მისს მამას -ლუციფერს. სატანას უნდა პენსიაზე გავიდეს და დაისვენოს, მაგრამ ამისათვის მან ჯოჯოხეთის მმართველობა უნდა გადასცეს თავისს ერთ-ერთ შვილს. სამწუხაროდ ის ფიქრობს , რომ მისი არც ერთი შვილი ჯერ არაა მზად ამ საპასუხისმგებლო პოსტისათვის . შეიტყობს რა ამის თაობაზე უფროსი შვილები , ბრაზდებიან მამაზე და გადაწყვეტენ სამაგიერო გადაუხადონ მამას. მათ გეგმაში შედის სატანის ფიზიკური განადგურება და მმართველობის ძალით ხელში ჩაგდება. ნიკი კი ცდილობს მამა გადაარჩინოს..
პიტერ პარკერი-ადამიანი ობობა გადაწყვიტავს ამოხსნას მშობლების გაუჩინარების საიდუმლო...
ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ წყვილზე, რომლებსაც 1920-იან წლებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ და ცდილობენ, ჩრდილოეთ კაროლინაში საკუთარი ბიზნესი გადაარჩინონ. ამბავი იმდენად დიდი პრობლემატიკისა და პიროვნული ტრაგედიის მატარებელია, რომ გასაკვირი აღარც არის, რატომ დასჭირდა რეჟისორს ამდენი დრო სურათის დასასრულებლად…
ფილმი მოგვითხრობს ერთი მეძავი ქალბატონის ისტორიას ის ერთ სამუშაო დღეს შეხვდა კლიენტს რომელმაც მისი ცხოვრების შესაცვლელად 30 000$ აჩუქა...
ყველაზე ცნობილი ყველა დროის და ჭკუამახვილი მანიაკის ცხოვრების პირველი ნაწილი
ქიმიკოსი–ფარმაცეფტი მაკელროიმ შექმნა ახალი სუპერნარკოტიკი და გადაწყვიტა დიდი კუშის მოხსნა.ჩანაფიქრის შესასრულებლად ის ლივერპულში მიემგზავრება. მისი ბოსი იაშერი უბრძანებს დაკოტას მაკელროის მოკვლას. დაკოტა კარგად იცის ლივერპული – ეს მისი ყოფილი ბოიფრენდის ფელიქს დესოუზის მშობლიური ქალაქია, რომელიც მაკელროის თანაშემწე იყო. ლივერპული კი უკვე ღურებით დადის
ფილმი მოგვცემს სრულიად მოულოდნელ პასუხს ყველასთვის ცნობილ პასუხზე: ვინ იყო, ან არ იყო შექსპირი?, და ვინ იმალება სინამდვილეში შექსპირის სახელის მიღმა?
რომანტიკული კომედია მოგვითხრობს ისტორიას წიგნების მაღაზიის მორიდებულ მფლობელზე ნოტინგ ხილში (ლონდონის ერთერთი რაიონი), რომლის ცხოვრება იცვლება იმის მერე, როგორც ერთხელ კინოვარსკვლავი მასთან პატარა წიგნების მაღაზიაში შედის, წიგნის საყიდელად
ფილმის მოქმედება ხდება პირველი ფილმიდან 100 წლის შემდეგ. მიმდინარეობს ომი და ჯადოსანი ძიძა თავის ყურადღებას უთმობს ორ ოჯახს - სოფელში და ქალაქში. ოჯახის მამები ფრონტზე არიან და მოსიყვარულე მშობლების როლში ახლა დედები გამოდიან
ჰარი პოტერს ელის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდა – სასიკვდილო ბრძოლა ვოლან–დე–მორტთან. ჰარი მარტოხელაა როგორც არასდროს... ის დახმარებას არსაიდან ელის... მეგობრები და მტრები ჰარის წინ სრულიად მოულოდნელ შუქში წარმოუდგება. საზღვარი სიკეთის და ბოროტების შორის უფრო და უფრო გამჭირვალე ხდება...
კაცმა შესთავაზა, ქალი– დათანხმდა! თითქოს ყველაფერი მოგვარდა– ისინი თითქმის დაქორწინდნენ. მაგრამ ქორწილი იქცევა შეუსრულებელ მისიად, მას შემდეგ რაც საქმეში ჩაერთვებიან საქმროს ყოფილი მეგობარი ქალები, პატარძლის ბოსი, უამრავი დაპატიჟებული სტუმარი და ნათესავები. თითქოს დაქორწინებულნი, მაგრამ...
ეს არის ისტორია 60–იანი წლების ბრიტანული რადიოშოუს დიჯეის შესახებ. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ბრიტანული პირატული რადიოსადგურის ნამდვილ ისტორიას, რომელიც ტრანსლირებას ჩრდილოეთ ოკეანეში მდებარე გემიდან ახორციელებდა.
ჯერ კიდევ გუშინ ისინი უბრალო მშრომელები იყვნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა: მათი აღმაფრენის დღე დადგა, როდესაც, გაფიცული პროფესიონალების შეცვლისას, ისინი დუბლიორები გახდნენ.
როჯერ გრინბერგი სამსახურს კარგავს, ახლის პოვნას კი სრულებითაც არ ჩქარობს. ის ნიუ–იორკიდან ლოს–ანჯელესში ბრუნდება და თავისი წარმატებული ძმის სახლში დაბინავდება. თან მიხედავს სახლს და თანაც უფასო საცხოვრებელი ექნება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ როჯერს აღარც ძველი მეგობრები ხვდებიან და აღარც ძველი კოლეგები. ზრდასრული ადამიანის ინერტულობა ზოგს იმედს უცრუებს, ზოგსაც კი მის მიმართ ინტერესს უკარგავს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი სულიერი მდგომარეობა ესმის, მისი ძმის თანაშემწე ფლორენია, რომელიც თავადაც სასოწარკვეთილია და ბედნიერებას ეძებს. თუმცა, მიზნის მისაღწევად ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება მორიგი გამაღიზიანებელი უიღბლო ადამიანი.