იდრიდა ვარმა
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
ახლოს
Close

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი ახალგაზრდა მემკვიდრის (ქალის) დაცვას აიღებს თავის თავზე. მოტაცების მცდელობის ფაქტი ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ისინი უნდა გაიქცნენ და თავს უშველონ.

2019
IMDB 5.6
უნა
Una

15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან... წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება : მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს , არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება.

2017
IMDB 6.7
ძირითადი ინსტინქტი 2
Basic Instinct 2

მწერალ კატრინ ტრამელს კვლავ პრობლემები აქვს სასამართლოში, მიზეზის გამოსაკვლევად სკოტლანდ იარდი მას ფსიქიატრ დოქტორ მაიკლ გლასს უნიშნავს. მისი წინამორბედის, დეტექტივი ნიკ კარანის მსგავსად გლასსაც ითრევს მაცდური თამაში.

2006
IMDB 4.2
გონების ლაბირითები
Mindscape (Anna)

ჯონი - ადამიანი რომელსაც აქვს პარანორმალური შესაძლებლობები, იძიებს ახალ საქმეს. ამ დროის განმავლობაში მას მოუწევს 16 წლის შეშინებულ გოგონასთან ლაპარაკი. მთავარმა გმირმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი - ვინ არის ანა? გარემოებების მსხვერპლი თუ მკვლელი სოციოპატი.

2013
IMDB 6.5
პატარძალი და ცრურწმენა
Bride and Prejudice

ფილმში მისის ბაკში ,ცდილობს გაატხოვოს თავისი ოთხი შვილი,მაგრამ ჭკვიან და ლამაზ ლალიტას სურს სიყვარულით გათხოვება

2004
IMDB 6.2
ღმერთები და მეფეები
Exodus: Gods and Kings

ბიბლიური ისტორია წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. მოსე დედამიწას იმ დროს მოევლინა, როცა ფარაონმა ებრაული წარმოშობის ყველა ახალშობილის მოკვლა ბრძანა. მისი გადარჩენისთვის, დედამისმა ბავშვი კალათაში ჩასვა და ნილოსს გააყოლა. ახალშობილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და მას რამზესთან ერთად ზრდიდა. მრავალი წლის შემდეგ, მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო შემდეგ ღვთის ბრძანებით უკან დაბრუნდა, რათა თავისი ერი მონობიდან ეხსნა.

2014
IMDB 6.1