ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

ტარა ფიტცჯერალდი
15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან... წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება : მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს , არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება.
ფილმი მოგვითხრობს ტყუპებზე, რონიზე და რეჯიზე, რომლებიც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი დამნაშავეები არიან. მოქმედება 1950-1960 წლებში ვითარდება.
ბიბლიური ისტორია წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. მოსე დედამიწას იმ დროს მოევლინა, როცა ფარაონმა ებრაული წარმოშობის ყველა ახალშობილის მოკვლა ბრძანა. მისი გადარჩენისთვის, დედამისმა ბავშვი კალათაში ჩასვა და ნილოსს გააყოლა. ახალშობილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და მას რამზესთან ერთად ზრდიდა. მრავალი წლის შემდეგ, მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო შემდეგ ღვთის ბრძანებით უკან დაბრუნდა, რათა თავისი ერი მონობიდან ეხსნა.