კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

დეიმონ ჰერიმანი
მოქმედება 1825 წელს ხდება. კლერი, ახალგაზრდა ირლანდიელი მსჯავრდებული ქალი, ბრიტანელი ოფიცრის კვალს ადგას ტასმანიიის უდაბნოში. იგი შურისძიების წყურვილითაა შეპყრობილი იმ საშინელი ძალადობისთვის, რაც ამ ოფიცერმა მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა. ამ გზაზე, იგი აბორიგენ მძღოლს, სახელად ბილის დაიხმარს, რომელიც ასევე ტრავმირებულია თავისი ძალადობით სავსე წარსულით.
რეგი და ლინდსი ორგანული ნივთიერებების გადამუშავებაზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ახალი დანამატი საიდუმლო ინგრედიენტის შესაქმნელად. სწორედ ამ დროს მათთან ორი ბიჭი და გოგო მოდის დახმარების სათხოვნელად.
ავტომობილის გაუმართავობის გამო ახალგაზრდების კომპანიას დახმარების თხოვნა პატარა მივიწყებული ქალაქის მაცხოვრებლებისთვის უწევთ. ამ ადგილების მთავარი ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა სახლია, სადაც დიდი რაოდენობით ზედმეტად რეალური ცვილის ფიგურებია. შიში შეიბყრობს დაუპატიჟებელ სტუმრებს, როდესაც ისინი გაიგებენ, რომ ვიღაცას თავისი კოლექციის გაფართოვება სურს... მთელ ქალაქში ჩამოსული სტუმრების გვამების ავსებით... და მათი სხეულების ცვილით დაფარვით... მეგობრებს მოუწევთ გამოსავლის პოვნა, თუ არ უნდათ მუდმივ ექსპონატებად იქცნენ ცვილის ფიგურების სახლში...
მსუბუქი დანაშაულისთვის ციხეში მოხვედრილი 19 წლის ბიჭი იგებს ციხის ცხოვრების მთელ საშინელებას. იქ დამცველის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ყმაწვილი მალე იგრძნობს ავსტრალიის ყველაზე ცნობილი კრიმინალის ბრენდან ლინჩის მფარველობას, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ლინჩს კი ბიჭთან მიმართებით – თავისი გეგმები…