ვენსან პერესი
ოფიცერი და ჯაშუში
An Officer and a Spy (J’accuse)

ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.

2019
IMDB 7.2
აერონავტები
The Aeronauts

ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ.

2019
IMDB 6.6
დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე
Based on a True Story

მწერალს რთული პერიოდი აქვს , მისი ბოლო წიგნის გამოსვლის შემდეგ. იგი თაყვანისმცემელთან ურთიერთობაში ეხვევა...

2017
IMDB 5.7
ჩემი პირველი შემთხვევა
Ma première fois

გოგონა ხვდება ვაჟს, გოგონა 18 წლისაა, კლასში საუკეთესო მოსწავლეა, ვაჟი რამდენიმე წლით უფროსია. მათი სახელებიც კი შინაარსობრივად ხაზს უსვამს მათ პირველ უანგარო გრძნობებს.

2012
IMDB 6.1
სნაიპერები
Shot Through the Heart

სერბი სლავკო და ბოსნიელი მუსულმანი ვლადო ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ერთად გამოდიოდნენ სროლაში იუგოსლავიის ნაკრებში და ემზადებოდნენ ოლიმპიური თამაშებისთვის ბარსელონაში. მაგრამ, იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი იწყება და ყველა გეგმას ცვლის. სლავკო და ვლადო ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ახლა მათ ერთმანეთის ნახვა მხოლოდ ოპტიკური სამიზნის საშუალებით შეუძლიათ. სლავკო სნაიპერი გახდა, ხოლო ვლადო სპეციალური ანტისნაიპერული შენაერთის წევრი. ამ პაექრობაში გარდაუვალია ერთერთი მათგანის სიკვდილი, ვინ გადარჩება და ვის მოუწევს მეგობრის მოკვლა, ამას გადაწყვეტს ომი

1998
IMDB 7.3
ფანფან ტიტა
Fanfan la tulipe

მშვენიერ ქვეყანაში საფრანგეთში XVIII საუკუნეში ცხოვრება ბედნიერი იყო, ქალები ადვილად მისაწვდომები, კაცები კი თავისი საყვარელი საქმეთი იყვნენ დაკავებულები, ანუ ომით. გართობა მეფეებისთვის, რომელში ხალხიც ღ ბულობდა ონაწილეობას. ცოლის მოყვანისგან თავის ასარიდებლად, ახალგაზრდა ავანტიურისტი ფანფანი, ჩაიწერება ლიუდოვიკ XV-ს ჯარში. გლეხების აგიტაციისთვის ოფიცერის ქალიშვილი ადელინა, თავს მკითხავად ასაღებს. ამ ეშმაკობაში ფანფანიც გაებმევა. ადელინა უმკითხავებს მას წინსვლას კარიერაში და მეფეს ქალიშვილის სიყვარულსაც კი

2003
IMDB 5.7
გარყვნილი
The Libertine (Le libertin)

საფრანგეთი, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი. სახელმწიფო, რომელიც მხარს ეკლესიას უჭერს, კრძალავს დიდროს "ენციკლოპედიის" პუბლიკაციას და გავრცელებას. თვითონ დიდრო კი, წიგნის ერთ-ერთ თავზე "ზნეობრიობა" მუშაობისას ერთდროულად იხლიჩება საყვარლების, ნერვიული ცოლის და ქალიშვილის შორის.იდუმალი და ლამაზი ტერბუშის ჩამოსვლა დიდროს ცხოვრებას ცვლის...

2000
IMDB 6.1
სირანო დე ბერჟაკი
Cyrano de Bergerac

ბრწყინვალე ოფიცერი და ცნობილი პოეტი სირანო დე ბერჟერაკი შეყვარებულია თავის ბიძაშვილზე, როკსანაზე რასაც ის საერთოდ ვერ ხვდება. სირნო რამდენადაც მამაცია ბრძოლის ვერლზე და მრავალლიცხოვან დუელში, იმდენად სუსტია და მორცხვი სიყვარულში. თავისი გრძელი ცხვირის გამო ის ბოლომდეა დარწმუნებული, რომ როკსანა მას ზედაც არ შეხედავს. ამიტომ მეგობრის სახელით, სირანო სწერს მას სასიყვარულო ლექსებს. ამის წყალობით მან როკსანას გული მოიგო, მაგრამ ირუპება ომში, ისერომ ვერ გამოუტყდა მას რომ ლექსები და წერილები მისი დაწერილი იყო. და ინახავს ამ საიდულოს სიკვდილამე…

1990
IMDB 7.6
არნი: ტამპლიერი–რაინდი
Arn: The Knight Templar

მოვლენები ვითარდება წმინდა მიწაზე სალადინის დროში, ხატანთან ბრძოლის და სხვა მოვლენების დროში, რომლებიც უკავშირდება იერუსალიმის სამეფოს მძიმე დროს.

2007
IMDB 6.6
ინდოჩინეთი
Indochine

კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე, ელიანა ახლახან ჩამოსულ მეზღვაურ ოფიცერს გაიცნობს და შეუყვარდება. მის არასრულწლოვან მოსწავლე კამილასაც შეუყვარდება სიმპათიური ოფიცერი, როდესაც ეს უკანასკნელი, გოგონას ტერორისტისგან იხსნის. ოფიცერს შორეულ საგუშაგოზე აგზავნიან, კამილა კი სახლიდან გარბის და შეყვარებილს მიყვება.(v)

1992
IMDB 7
დაწყევლილთა დედოფალი
Queen of the Damned

ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული ვამპირის ლესტერის ისტორიას რომელიც თავისი საუკუნოვანი ძილიდან გამოვა და როკ ვარსკვლავი გახდება. ერთ დღესაც მისი ხმა გააღვიძებს ქალღმერთს რომელიც ვამპირების დედად ითვლება...

2002
IMDB 5.2