ბელმონტის კლანის უკანასკნელი გადარჩენილი წევრი ცდილობს გადაარჩინოს დასავლეთ ევროპა ვლად დრაკულასგან.

ბილ ნაიი
1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.
1880 წელი. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა.
1950-იანი წლების დასასრული. ახალგაზრდა ქვრივი ფლორენს გრინი ოცნებას ისრულებს: იგი ყიდულობს სახლს ინგლისის ზღვისპირა ქალაქში და წიგნის მაღაზიას ხსნის, რომელშიც რადიკალური ლიტერატურა აქვს. მხარდაჭერას მხოლოდ ჩაკეტილი ქვრივი მისტერ ბრანდიშისაგან გრძნობს.
მაყურებელი გაიგებს, როგორ ცხოვრობენ ფილმის "რეალური სიყვარული" გმირები 13 წლის შემდეგ.
ფილმის მოქმედება ვითარდება 1984 წელს, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს, მეშახტეთა გაფიცვის ფონზე. ფილმში მოთხრობილია ლონდონის გეი-პარადში მონაწილე ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტენ შეაგროვონ თანხა გაფიცულ მეშახტეთა ოჯახებისთვის.
ფილმი მოგვითხრობს ბრიტანელი პენსიონერების ჯგუფზე, მათ დასვენება ნაკლებად ძვირადღირებულ, თუმცა ძალიან ეგზოტიკურ ადგილზე გადაწყვიტეს. ეს ინდოეთის სასტუმრო "მერიგოლდია". სასტუმროს რეკლამით მოხიბლული ტურისტები ადგილზე ჩასულები აღმოაჩენენ, რომ სასტუმრო მხოლოდ დიდებული წარსულის აჩრდილიღაა. მიუხედავად იმისა, რომ ნანახი რეალობა წარმოდგენილი სასწაულისგან სრულიად განსხვავდება, იქაური თავგადასავლები თითოეული მათგანის ცხოვრებას ცვლის. ისინი აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ ცხოვრება თავიდან დაიწყონ და იპოვონ სიყვარული, თუკი წარსულს დაივიწყებენ...
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. მთავარი გმირი უნდა გაუმკლავდეს, ქალი ჟურნალისტისა და გერმანელი ჯაშუშის ვიზიტს.
ფილმი მოგვითხრობს მიწისქვეშა სამყაროს შესახებ, სადაც ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი კლანი - ვამპირები და ვერვოლფები ებრძვიან ერთმანეთს. ამ დიდი ხნის წინანდელი დაპირისპირების ფონზე ვითარდება ვამპირი ქალისა და ადამიანის სიყვარულის ისტორია.
როდი – პრივილიგირებული ვირთხა, რომელიც საყვარელი შინაური ცხოვრებით ცხოვრობს პრესტიჟულ პენტჰაუსში. ერთხელაც გაჭედილი ბაკანიდან ბინაში შემოძვრება კანალიზაციის მაცხოვრებელი ვირთხა, რომელსაც მოეწონება მდიდრული აპარტამენტები. მომაბეზრებელი სტუმარის მოსაშორებლად, როდი გადაწვეტს ის უნიტაზში ჩარეცხოს, მაგრამ კანალიზაციის ბინადარი არც ისე გულუბრყვილოა, როგორიც ჩანს პირველი შეხედვიდან, და უნიტაზში ჩარეცხილი აღმოჩნდება თვითონ როდი. კანალიზაციაში მოხვედრისას, მას მოუწევს მიჩვევა სრულიად ახალი, მისთვის უცნობი ცხოვრებისთვის.
ისტორია - უბრალო გოგოს შესახებ, რომელიც თანამედროვე სათხილამურო კურორტზე მიდის სამუშაოდ. გოგონა აღმოაჩენს, რომ მას სნოუბორდზე სრიალის ნიჭი აქვს. გმირს უყვარდება თავისი უფროსის შვილი
რანგო – ქამელეონია, რომელიც ტერარიუმში ცხოვრობს და თავს გმირად თვლის, თუმცა, სამწუხაროდ ჯერ შანსი არ მიეცა თავისი უშიშრობა დაემტკიცებინა. მაგრამ როდესაც ის უეცრად ქალაქში აღმოჩნდება, რომელსაც "ტალახი" ქვია, მას ვაჟკაცობის გამოვლენის შანსი ეძლევა. რანგო თავს უსამართლობასთან მებრძოლ რაინდად აცხადებს და ველური დასავლეთის შერიფივით მოქმედებს
კოსმოსურ მეგაპოლისში გენიალური მეცნიერი, დოქტორ ტენმა ცხოვრობს. თავისი დაღუპული შვილის სახსოვრად, მან რობოტი-ბიჭუნა შექმნა, რომელსაც ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები და სუპერგმირის ზებუნებრივი ძალები აქვს. ასტრო ბიჭუნას გული დაწყდა როდესაც გაიგო, რომ ნამდვილი ადამიანი არაა... მაგრამ ამასობაში ის სამხედრო დამნაშავეთა ინტერესის სფეროში მოექცა, რომლებსაც პატარა რობოტის ძალის გამოყენება სურთ დედამიწის დაპყრობაში..
ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს... მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს
შონის ცხოვრება დაუმთავრებელ მოსაწყენ სიზმარს გავს: მოსაწყენი სამუშაო, ყოველდღიური ინტრიგები, კინკლაობა შეყვარებულთან და პრობლემები დედასთსნ. ერთად-ერთი გულის დასამშვიდებელი - ადგილობრივი ლუდის ბარია, სადაც ის სამსახურის მერე თავის მეგობართან ედისთან ერთად ზის. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ მკვდრებს მობეზრდათ თავის საფლავებში წოლა: იმათმა გადაწყვიტეს თავისი მოსაწყენი არსებობა გააფერადონ და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს. ზომბი-ეპიდემია იწყება! და ვინ შეძლებს ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს?! რა თქმა უნდა შონი…
ფილმი ვერმახტის მაღალჩინოსანი ოფიცრების მიერ დაგეგმილ თავდასხმაზე ადოლფ ჰიტლერზე
ჰარი პოტერს ელის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდა – სასიკვდილო ბრძოლა ვოლან–დე–მორტთან. ჰარი მარტოხელაა როგორც არასდროს... ის დახმარებას არსაიდან ელის... მეგობრები და მტრები ჰარის წინ სრულიად მოულოდნელ შუქში წარმოუდგება. საზღვარი სიკეთის და ბოროტების შორის უფრო და უფრო გამჭირვალე ხდება...
ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პერსეიმ დაამარცხა კრაკენი. ამის შემდეგ პერსეი ცდილობს მშვიდად იცხოვროს მეთევზის ცხოვრებით და მოუაროს თავის ერთადერთ შვილს. მაგრამ ამ დროს ღმერთებსა და ტიტანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყება. ღმერთებმა კონტროლი დაკარგეს ციხეზე, რომელში იმყოფებიან ტიტანები და მატი მეთაური კრონოსი. ზევსის ძალაუფლების შესუსტებასთან ერთად, ტიტანების ძალა იზრდება. პერსეი მიემართება მიწისქვეშა სამეფოში, რათა ზევსი გადაარჩინოს და კაცობრიობა იხსნას განადგურებისგან.