ჰოლანდ ტეილორი
სექსსიმბოლო
Bombshell

ფილმი მოგვითხრობს "ფოქს ნიუსის" თანამშრომელ ქალებზე, რომლებიც როჯერ აილსის ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდნენ. როჯერ აილსი ამ სატელევიზიის ქსელის დამფუძნებელი და არქიტექტორი იყო, რომელიც 2016 წელს თანამდებობიდან გადადგა სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო.

2019
IMDB 6.8
ყველა ბიჭს: პ.ს ისევ მიყვარხარ
To All the Boys: P.S. I Still Love You

თინეიჯერული მელოდრამის “ყველა ბიჭს, რომლებიც მიყვარდა” სიქველი, მორცხვი სკოლის მოსწავლე-გოგონას, ლარა ჯინის შესახებ, რომელიც თავის შეყვარებულებს წერილებს წერდა, მაგრამ მათ არასდროს აგზავნიდა. ლარა და პიტერი ერთმანეთს ოფიციალურად ხვდებიან. ისინი შეყვარებული წყვილები არიან. და სანამ ჯინი პიტერთან ერთად პირველ რომანტიკულ მოვლენებს განიცდის, როგორიცაა პირველი ნამდვილი კოცნა, პირველი ნამდვილი პაემანი და, პირველი ვალენტინობის დღე, გოგონას ცხოვრებაში მოულოდნელად მისი ერთ-ერთი ძველი სასიყვარულო წერილის მიმღები, ჯონ ემბროუზი ბრუნდება, რაც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ახლა სერიოზული დილემის წინაშე მდგარმა, ახალგაზრდა გმირმა რთული საკითხი უნდა გადაწყვიტოს და საკუთარ თავს უპასუხოს: შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორ ბიჭთან შეხვედრა?

2020
IMDB 6.1
კონკია 2: ოცნება სრულდება
Cinderella II: Dreams Come True

ყველამ ვიცით, ზღაპარი კონკიაზე დამთავრდა იმით, რომ მან მოირგო ბროლის ფეხსაცმელი და ცოლად გაჰყვა მშვენიერ პრინცს. ამით ზღაპარი არ დამთავრებულა, ის ახლა დაიწყო! თქვენ გელოდებათ სამი სრულიად ახალი ისტორია, რომელსაც ვერ იპოვით წიგნში: კონკიას პირველი დღეები სასახლეში; თაგუნია ჟაკზე, რომელმაც დაიყოლია ფერია და ადამიანად გადააქცია და იმაზე, თუ როგორ ისწავლა კონკიას ჭირვეულმა დამ ანასტასიამ სიყვარული და გაღიმება. ჯადოსნობა ისევ გრძელდება!..

2002
IMDB 5
ქერათმიანი ადვოკატი
Legally Blonde

ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. ასევე კამპუსში საუკეთსო ბიჭთან დადიოდა და მიზნად ჰქონდა დასახული მისის უორნერ ჰანტინგტონ მესამე გამხდარიყო. მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის.

2001
IMDB 6.2
ჯაშუში ბავშვები 3
Spy Kids 3-D: Game Over

პატარა ჯაშუშები იზრდებიან, მაგრამ მათი მოწინააღმდეგეებიც უფრო ძლიერები და მოხერხებულები ხდებიან. ახლა მათ თვით სილვესტერ სტალონესთან მოუწევთ შებრძოლება, არა მარტო თავისი სიცოცხლის, არამედ მთელი მსოფლიოს გადასარჩენად.

2003
IMDB 4.2
ჯორჯი ჯუნგლებიდან
George of the Jungle

ჯორჯი აფრიკის ჯუნგლებში გაიზარდა, გორილებთან ერთად. მათ ასწავლეს ჯორჯს ხეებზე ხტომა მაგრამ არ ასწავლეს ჩამოსვლა. მისი საუკეთესო მეგობრები ველური ცხოველები არიან, რომლებიც მას უკვე მოშინაურებული ჰყავს. სპილო – ძაღლივით იცავს, ლომი – კატას ჰგავს. მაიმუნმაც კი შიშისგან ლაპარაკი დაიწყო. ჯორჯის ცხოვრება უზრუნველად მიედინებოდა სანამ ის მშვენიერ ურსულას არ შეხვდა

1997
IMDB 5.4
რომანი ქვასთან
Romancing the Stone

ჯოან უაილდერი პოპულარული ქალური ჟურნალების ავტორია. მწერალი კოლუმბიიდან დისგან გზავნილს მიიღებს. ამ დროს სატელეფონო ზარი გაისმის, რომელიც ადასტურებს ყველაზე საშინელ აზრებს - მას ატყობინებენ, რომ მისი და გატაცებულია, სანაცვლად ამ გზავნილის დაბრუნებას ითხოვენ. ჯოანი ყველაფერს ტოვებს და დის გადასარჩენად მიფრინავს, და იკარგება გადაფრენის მერე პირველ საათებში. მის მოკვლას სცდილობენ და მხოლოდ ჯეკ კოლტონის ჩარევა გადაარჩენს გოგონას დაღუპვისგან. წინ მათ ერთად ექსტრემალური და სასიყვარულო თავგადასავლები ელით ჯუნგლებში

1984
IMDB 6.9
თრუმანის შოუ
The Truman Show

ის შოუ-ვარსკვლავია, მაგრამ ვერც კი ხვდება ამას. ჯიმ ქერი კვლავ აღფრთოვანებს კრიტიკოსებს და მაყურებელს, ისევე, როგორც მის გმირი - უცნაური ტრუმან ბერბენკი- ამ შესანიშნავ ტრგი-კომედიაში, რომელიც რეჟისორმა პიტერ უირმა გადაიღო ადამიანზე, რომლის ცხოვრება აღმოჩნდება ნამდვილ ნონ-სტოპ სატელევიზიო-შოუდ. ტრუმანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მის ქალაქი სინამდვილეში გიგანტური სტუდიაა, რომელიც საიდუმლო პროდიუსერმა და რეჟისორმა კრისტოფმა ააშენა და მანდ მცხოვრები ადამიანები - ეს ჰოლივუდის მსახიობებია... მისი მოსულელო-ცოლიც კი - მსახიობია. ტრუმანი ნელ-ნელა მიხვდება ყველაფერს...

1998
IMDB 8.1
ქორწინების თარიღი
The Wedding Date

კეტი დგას რთული დილემის წინ: მშობლიურ სახლში დის ქორწილში წასვლის აუცილებლობა იმითაა დაბნელებული, რომ მანდ ის აუცილებლად შეხვდება ექს–შეყვარებულს, რომელტანაც განშორება ძალიან მტკივნეული იყო. თუ წახვალ, კი მაშინ ნათესავებს და ყოფილ შეყვარებულს წარმოუდგინო სიმპატიური, ჭკვიანი და ყურებამდე შეყვარებული საქმრო. ის კი არარსებობს. და კეტი გადაწყვიტავს დაიქირავოს ბიჭი ექსკორტ–მომსახურეობის სამსახურიდან საქორწილო წვეულებაზე წასასვლელად.

2005
IMDB 6.1
სიკვდილის მიზეზი
To Die For

სიუზენი თავისი არაჩვეულებრივი გარეგნული მონაცემებით შესაძლოა სუპერმოდელი და ”მის ამერიკა” გამხდარიყო, მაგრამ მას ტელევარსკვლავობა სურს, რის გამოც ყველაფერზე წავა. სიუზენი ლარის მიყვება ცოლად და კარიერას ამინდის პროგნოზის წამყვანის თანამდებობით იწყებს. ლარი, რომელსაც ნორმალური ოჯახური ცხოვრება სურს, სიუზენისთვის ბარიერი ხდება დიდებისკენ მიმავალ გზაზე. და სიუზენი მის მოშორებას გადაწყვიტავს.

1995
IMDB 6.8
ვაი, დედიკო
Baby Mama

ფილმი მოგვითხრობს ერთი კარიერისტი ქალის ისტორიას რომელსაც უკვე საკმაოდ დიდ ასაკში მოუნდება დედობა, ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს რომ მისი დაორსულების შანსი მინიმალურია. შედეგად ის იპოვნის ქალს რომელიც დათანხმდება სუროგატობაზე 100 000 დოლარის სანაცვლოდ.

2008
IMDB 6.1